ვიოლა ფონ კრამონი „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აკრიტიკებს „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას Twitter-ზე ეხმაურება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, ხელი არ მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას. შეთანხმება ემსახურება უკეთეს სასამართლო სისტემას და უფრო სამართლიან პარლამენტს. პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე თავის არიდება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია”, - წერს კრამონი Twitter-ზე.

კრამონი პარტიის გადაწყვეტილებამდე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე გაავრცელა.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე შედის.