ევროკავშირის მასშტაბით მოქმედმა პროკურატურამ, რომელიც EU-ს ბიუჯეტთან დაკავშირებულ დანაშულს გამოიძიებს, ფუნქციონირება დაიწყო

ევროკავშირის მასშტაბით მოქმედმა საგანგებო პროკურატურამ, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტთან დაკავშირებული დანაშაულის ფაქტებს გამოიძიებს, ფუნქციონირება დაიწყო. EPPO არის პირველი საერთაშორისო საგამოძიებო ოფისი, რომელიც გამოიძიებს ისეთი სახის დანაშაულებს, რომლებიც გავლენას ახდენს ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებზე.

EPPO გამოძიებას ევროკომისიისგან და სხვა ინსტიტუტებისგან დამოუკიდებლად ჩაატარებს.

ის ითანამშრომლებს ევროკავშირის სხვა ორგანოებთან და სააგენტოებთან, როგორიცაა OLAF, Eurojust და Europol, აგრეთვე წევრი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებთან. EPPO წელიწადში საბოლოოდ, დაახლოებით 3000 საქმეს გამოიძიებს.