სალომე ზურაბიშვილი იცხაკ ჰერცოგს ისრაელის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იცხაკ ჰერცოგს ისრაელის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. შესაბამისი პოსტი სალომე ზურაბიშვილის Twitter-ზე გამოქვეყნდა.

„ბატონო პრეზიდენტო, გულითადად გილოცავთ ქართველი ხალხის სახელით, ისრაელის ერთ-ერთი უძველესი მეგობრის სახელით. თქვენ და თქვენს ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას. დაე, ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის მე-11 პრეზიდენტად 87 ხმით იცხაკ ჰერცოგი აირჩია.