წინასწარი ანალიზები აჩვენებს, რომ კორონავირუსის პირველი ვაქცინა ადამიანებს 90%-ით იცავს. ამის შესახებ BBC წერს. ვაქცინა 6 ქვეყანაში, 43 500 ადამიანზე უკვე გამოსცადეს.
საქმე ეხება გერმანული მწარმოებლის BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე. BioNTech-მა და ამერიკულმა Pfizer-მა განაცხადეს, რომ 9 ნოემბერი მეცნიერებისა და კაცობრიობისათვის უდიდესი დღეა. კომპანიები გეგმავენ, რომ თვის ბოლოსთვის გააკეთონ განაცხადი ვაქცინის დაუყოვნებლივი დამტკიცებისთვის.