უკრაინის პრემიერი: ჩემი ვიზიტი საქართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს

„უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებით და რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორობით“, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შმიგალის განცხადებით, უკრაინა-საქართველოს შორის დღევანდელი ურთიერთობები ემყარება პირველ რიგში უკრაინისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივ მიზნებს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების თვალსაზრისით.

დღევანდელი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის ემყარება პირველ რიგში ერთობლივ მიზნებს უკრაინისა და საქართველოსი ევროკავშირში და NATO-ში გაწევრიანების თვალსაზრისით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირში და NATO-ში ჩვენი ქვეყნების შესვლა, ეს არის მხოლოდ დროის საკითხი. საქართველოს და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რომ ამისათვის ყველა საჭირო კრიტერიუმებს მიაღწიონ", - განაცხადა უკრაინის პრემიერმა.

,,ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც დაემთხვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ეს ორმაგად სასიამოვნოა. უკრაინელი ხალხის სახელით, ქართველს ხალხს, მე მინდა ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა. ძვირფასო მეგობრებო, რთული გლობალარი გამოწვევების პერიოდია, რომელიც პირველ რიგში უკავშირდება კორონავირუსსს. ჩემი ვიზიტი საქართველოში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ურთიერთობები ხალხებს შორის უფრო დიდ იმპულსს იძენს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია ჩვენი ქვეყნების ბიზნესისათვის და მოქალაქეებისათვის. უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებით და რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორობით“, - აღნიშნა შმიგელმა.