ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელმა ამერიკელი სენატორებს ბორდერიზაციასთან დაკავშირებული საკითხები საოკუპაციო ხაზთან გააცნო.
მისი თქმით, ევროკავშირი აფასებს აშშ-ის მხარდაჭერას მათი მისიის მიმართ.
„პატივი მქონდა მემასპინძლა ამერიკელი სენატორებისთვის ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანისთვის. გავაცანი მათ ბორდერიზაციასთან დაკავშირებული გასაჭირი, რომელსაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა აწყდება `ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე`. ამ გასაჭირს ამძაფრებს COVID19-ის პანდემია. ჩვენ ძალზედ ვაფასებთ აშშ-ის მხარდაჭერას და დაფასებას, რომელსაც აშშ იჩენს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ შესრულებული სამუშაოსადმი“, - განაცხადა მარეკ შჩიგელმა.
ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი, რომლებიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობენ, ცხინვალის რეგიონთან, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან დღეს ჩავიდნენ.