„აშშ ამაყად დგას საქართველოს გვერდით“, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი რობ პორტმანი Twitter-ზე წერს.
სენატორი ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ვიზიტს ეხმაურება.
„დღეს ჩემი თვალით დავინახე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე უკანონო ოკუპაცია. შთამაგონებელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობა, რომელიც რუსეთის მიმდინარე უკანონო ოკუპაციასა და 6-პუნქტიანი შეთანხმების დარღვევას დოკუმენტურად აღწერს. აშშ ამაყად დგას საქართველოს გვერდით“, - დაწერა სენატორმა Twitter-ზე.
სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ