ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ცხინვალის რეგიონთან, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სოციალურ ქსელ Tweeter-ში ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკელ სენატორებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ამრეკ შჩიგელი შეხვდა, რომელთან ერთადაც ისინი სოფელ ზემო ნიქოზისკენ გაემართნენ.
ცნობისთვის, კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოს ეწვია.
ვიზიტის დროს, სენატორები შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე, ოპოზიციური პარტიის ლიდერებს პარლამენტში.