„ჩვენ აქ ჩამოვედით მეგობრებთან. საქართველო აშშ-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში“, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა თბილისი მარიოტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სენატის ორივე პარტიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველო აშშ-ის მეგობარია.
„ჩვენ აქ ჩამოვედით მეგობრებთან. საქართველო აშშ-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში. ჩვენ გვესმის, რომ უნდა გაგრძელდეს ის კურსი აშშ-ის მხრიდან, რომელიც 30 წლის წინ აირჩიეს და 30 წლის განმავლობაში ვხედავდით მის განხორციელებას, როდესაც აშშ მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენტიტეტსა და დამოუკიდებლობას.
ეს გულისხმობს ამავე დროს აშშ-ის მიერ მხარდაჭერას, რომ საქართველომ შეძლოს უზრუნველყოფა ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერების იმისათვის, რომ მოქალაქეებმა კეთილდღეობაში იცხოვრონ. საქართველო აგრძელებს გზას თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით, ხოლო აშშ მას ამაში მხარს უჭერს.
სენატის ორივე პარტიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველო მეგობარია და მასთან განსაკუთრებული კავშირი გვაქვს. თანაბრად გვსურს, რომ საქართველო იყოს წარმატებული ქვეყანა, რომელიც იმოძრავებს დემოკრატიის გაუმჯობესებისა და დაწინაურების გზაზე", - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.