აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან რუსული სამხედრო ვერტმფრენი შეცდომით ჩამოაგდო

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „მი-24“-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ამ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით BBC ავრცელებს. ეკიპაჟის ორი წევრი გარდაიცვალა, ხოლო მესამეს მრავლობითი ტრავმა აქვს.

მომხდარის გამო აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ რუსეთს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ რუსული სამხედრო ვერტმფრენი შეცდომით ჩამოაგდეს.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების განმარტებით, რუსული ვერტმფრენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ დაფრინავდა. ეს ფაქტი იმ ფონზე მოხდა, როდესაც ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში აქტიური შეტაკებები მიმდინარეობს.