თეგი: ავდიივკა

ავდიივკიდან ოჯახების სავალდებულო ევაკუაცია მომავალ კვირას განხორციელდება

ავდიივკიდან, ბავშვებთან ერთად ოჯახების სავალდებულო ევაკუაცია მომავალ კვირას განხორციელდება, განაცხადა 30 მარტს ინტერვიუში ავდიივკის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი ბარაბაშმა. დონეცკის ოლქის ქალაქში ჯერ კიდევ 2000 ადამიანი ცხოვრობს, მათგან ექვსი ბავშვია. ბარაბაშის თქმით, ბავშვებთან ერთად ოჯახების ევაკუაცია ყოველდღიურად მიმდინარეობს. თუმცა, ზოგი უარს ამბობს წასვლაზე. რეინტეგრაციის სამინისტრომ 7 მარტს განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა აქტიური საბრძოლო ზონებიდან ბავშვების ოჯახების სავალდებულო ევაკუაცია. 3 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გაიმეორა, რომ სავალდებულო ევაკუაციის კანონები არ აძლევდნენ უფლებას სახელმწიფო ორგანოებს, ძალით წაეყვანათ ბავშვები მშობლებისგან. სავალდებულო ევაკუაციის კრიტერიუმები ძირითადად ბახმუტს ეხებოდა მისი დამტკიცების დროს. ავდიივკასა და მის გარშემო ბრძოლების სიმძიმის გათვალისწინებით, უკრაინელი ოფიციალური პირები გამოდიან გაფრთხილებით, რომ ავდიივკა შესაძლოა, „მეორე ბახმუტად“ იქცეს.  

უკრაინა და მისი პარტნიორები, ავდიივკაში მძიმე ვითარების შესახებ იუწყებიან

ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურის, ალექსანდრ ტარნავსკის შეფასებით, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში ვითარება რთულია, მაგრამ კონტროლირებადი. ბრიგადის გენერლის თქმით, მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარეობს ქვედანაყოფების გეგმური გაძლიერება და ჯარების მანევრირება საფრთხის შემცველი მიმართულებით. გარდა ამისა, გამოყოფილია საბრძოლო მასალისა და სხვა იარაღის დამატებითი რესურსი. „მომზადდა ახალი პოზიციები და ყველა შესაძლო სცენარის გათვალისწინებით მძლავრი სიმაგრეების მომზადება გრძელდება,“ - აღნიშნა ტარნავსკიმ. „ავდიივკაში მძიმე, მაგრამ კონტროლირებადი ვითარებაა. ქალაქში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ჩვენი ჯარები მტრის შესაჩერებლად ყველა ხელმისაწვდომ ძალასა და საშუალებას იყენებენ,“ - აღნიშნა ტარნავსკიმ. თავის მხრივ, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ავდიივკა რუსულმა ძალებმა აიღონ. სამწუხაროდ, უკრაინელებისგან ვიღებთ ინფორმაციას, რომ სიტუაცია ავდეევკაში კრიტიკულია. ვინაიდან რუსები აგრძელებენ ყოველდღიურ ზეწოლას უკრაინის პოზიციებზე, არსებობს საფრთხე, რომ ავდეევკა რუსეთის კონტროლის ქვეშ მოხვდება,“ – აღნიშნავს კირბი. ის ამბობს, რომ დიდწილად ეს საფრთხე გამოწვეულია საარტილერიო ჭურვების ნაკლებობითა და რუსეთის ცოცხალი ძალის უპირატესობით. „რადგან კონგრესმა ჯერ კიდევ არ მიიღო დამატებითი დახმარების პაკეტი, ჩვენ ვერ შევძელით უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება, რომლებიც მათ სჭირდებათ რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად,“ – აღნიშნა ჯონ კირბიმ. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა კონგრესს, რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცონ უკრაინის ფინანსური დახმარების პაკეტი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრონტის სხვა ადგილებშიც შესაძლოა, განმეორდეს ის, რაც ავდიივკაში ხდება. მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადის „ტერას“ ქვედანაყოფის მეთაურმა, ნიკოლაი ვოლოხოვმა განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ავდიივკაში ელიტარული ჯარები გადაიყვანეს და ქვეითების ძალიან დიდი რაოდენობის თავმოყრა მოახდინეს. დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში მიმდინარე სასტიკი ბრძოლის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ სამხედროებს აღმოსავლეთ ფრონტზე ყველა საჭირო მხარდაჭერას ჰპირდება. „რაც შეეხება სიტუაციას ფრონტის ხაზზე - ავდიივკაში და, ზოგადად, აღმოსავლეთში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს ჯარისკაცებს ჰქონდეთ საკმარისი შესაძლებლობები მეტი უკრაინელის სიცოცხლის გადასარჩენად,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ყოფილი აზოვის პოლკი სასწრაფოდ გადაისროლეს ავდიივკაში ავდიივკა უკრაინული ქალაქია და ის განიხილება, როგორც დონეცკის რეგიონის კარიბჭე, აღმოსავლეთ უკრაინაში ამ ქალაქის აღება რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის იყო. ქალაქთან მძიმე შეტაკებები პერიოდულად ახლდებოდა. ვითარება უკრაინულ ქალაქში მძიმეა, ომის დაწყებამდე თუ აქ 32 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კიევის მონაცემებით, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. ქალაქ ავდიივკის ოკუპაცია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, მოგვიანებით უკრაინამ ქალაქზე კონტროლი აღადგინა. რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში ორი წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.  

სირსკი: ავდიივკას მაინც დავაბრუნებთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინას ავდიივკადან ჯარისკაცები თავდაცვის ხელსაყრელ პოზიციებზე გადაჰყავს. „ავდიივკის ირგვლივ შექმნილი ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, გადავწყვიტე, ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქიდან გამეყვანა და თავდაცვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადავიდეთ,“ - ნათქვამია ალექსანდრ სირსკის განცხადებაში. სირსკიმ აღნიშნა, რომ პოზიციების შესანარჩუნებლად და სიტუაციის დასტაბილურებისთვის შესაბამის ზომებს იღებს. „ავდიივკას მაინც დავიბრუნებთ,“ - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა. უკრაინა და მისი პარტნიორები, ავდიივკაში მძიმე ვითარების შესახებ იუწყებიან თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი  

ავდიივკის ხელში ჩაგდების მცდელობისას, რუსეთმა სულ მცირე 400 ტანკი და სხვა აღჭურვილობა დაკარგა - ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ავდიივკის ხელში ჩაგდების მცდელობისას, რუსეთმა სულ მცირე 400 ტანკი და სხვა ტექნიკა დაკარგა. ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთის ჯარები აგრძელებენ თავიანთი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ავდეევკაზე, რომლის ხელში ჩაგდებას 2023 წლის ოქტომბრიდან ცდილობენ. ბრიტანელების შეფასებით, რუსეთის ფედერაციამ "ქალაქის სეგმენტში ეტაპობრივ, სტაბილურ პროგრესს" მიაღწია, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალები საპასუხოდ საკუთარ პოზიციებს აძლიერებენ. „ავდიივკა დონბასში ფრონტის ხაზზე 2014 წლიდან იმყოფება. ქალაქის ხელში ჩაგდების მცდელობისას რუსეთმა დაკარგა სულ მცირე 400 ტანკი, ქვეითი საბრძოლო მანქანა და სხვა აღჭურვილობა, ასევე ალბათ ათასობით ადამიანი," - ნათქვამია მოხსენებაში. უკრაინა და მისი პარტნიორები, ავდიივკაში მძიმე ვითარების შესახებ იუწყებიან თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინას ავდიივკადან ჯარისკაცები თავდაცვის ხელსაყრელ პოზიციებზე გადაჰყავს. „ავდიივკის ირგვლივ შექმნილი ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, გადავწყვიტე, ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქიდან გამეყვანა და თავდაცვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადავიდეთ,“ - ნათქვამია ალექსანდრ სირსკის განცხადებაში. სირსკიმ აღნიშნა, რომ პოზიციების შესანარჩუნებლად და სიტუაციის დასტაბილურებისთვის შესაბამის ზომებს იღებს. „ავდიივკას მაინც დავიბრუნებთ,“ - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

CIA-ს დირექტორი: დამატებითი დახმარების გარეშე, უკრაინაში კიდევ უფრო მეტ ავდიივკას ვნახავთ

აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე გამართულ მოსმენაზე უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ ის ცოტა ხნის წინ უკრაინას მეათე ვიზიტით ეწვია. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე უარის თქმამ, შესაძლოა, ქვეყანაში მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგი გამოიწვიოს. მისივე შეფასებით, დამატებითი დახმარებით, უკრაინა შეძლება ფრონტის ხაზზე პოზიციის შენარჩუნებას 2024 წლის ბოლომდე და მომავალი წლის დასაწყისში, რაც მას უფრო ძლიერი პოზიციიდან მოლაპარაკების საშუალებას მისცემს. „ვფიქრობ, რომ 2024 წელს დამატებითი დახმარების გარეშე, ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ ავდიივკას უკრაინაში და ეს, ჩემი აზრით, შეერთებული შტატებისთვის უდიდესი ისტორიული შეცდომა იქნება," - განაცხადა უილიამ ბერნსმა. შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ 17 თებერვალს განაცხადა, რომ ავდიივკიდან უკრაინული ჯარების გაყვანა დაიწყეს. კულება: შეხედეთ ბახმუტს, ავდიივკას, მათ დაემსგავსება თქვენი ქალაქები - ყველაზე იაფი და უსაფრთხო გზა უკრაინელების მხარდაჭერაა