თეგი: აზერბაუჯანი
ბულგარეთს აზერბაიჯანისგან მეტი ბუნებრივი გაზის შესყიდვა სურს
ბულგარეთი აზერბაიჯანთან, გაზის იმპორტის მოცულობის ზრდაზე მოლაპარაკებას იწყებს. ამის შესახებ ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როსენ ხრისტოვმა, აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა. „ჩვენ ამერიკულ Cheniere Energ-თან კონკურენტულ ფასად თხევადი გაზის მიწოდებაზე შეთანხმებას მივაღწიეთ. ნედლეულის გადატვირთვა თურქეთში განხორციელდება. თხევადი გაზით დატვირთული ამერიკული ტანკერი სტამბოლში ოქტომბერში ჩავა“, - განაცხადა ხრისტოვმა. ამასთან, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ამერიკულ Cheniere Energ-გან მიღებული თხევადი გაზი, ბულგარეთის მოთხოვნის 1/3 დააკმაყოფილებს. მისი თქმით 1/3 მოცულობის ბუნებრივი გაზის შესყიდვის სურვილი აზერბაიჯანს ბულგარეთისგან აქვს. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება სხვა მომწოდებლებსაც მოელაპარაკება.
ილჰამ ალიევმა და ალექსანდრ ვუჩიჩმა, სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს
აზერბაიჯანისა და სერბეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და ალექსანდრ ვუჩიჩმა, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი დონის მიღწევაზე, ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება. დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სერბეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დოკუმენტებში განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას ეთმობა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი გაზის წარმოებასა და მიწოდებაში მსოფლიო ლიდერია. ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ რამდენიმე წელიწადში აზერბაიჯანი ექსპორტზე, 35 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტ გაზს გაიტანს. ახლა ბუნებრივი აირის ექსპორტი 22 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს. ამ მოცულობის ნახევარი ევროპის ქვეყნებში გადის. ვუჩიჩმა დააზუსტა, რომ ახლა სერბეთი და აზერბაიჯანი, სერბეთსა და ბულგარეთს შორის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობაზე მუშაობენ. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, ბელგრადი აზერბაიჯანიდან გაზის შეძენას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებს. პრესკონფერენციაზე მხარეებმა ასევე შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანის საკითხი განიხილეს, რომელიც საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს.