ბულგარეთი აზერბაიჯანთან, გაზის იმპორტის მოცულობის ზრდაზე მოლაპარაკებას იწყებს. ამის შესახებ ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როსენ ხრისტოვმა, აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა.
„ჩვენ ამერიკულ Cheniere Energ-თან კონკურენტულ ფასად თხევადი გაზის მიწოდებაზე შეთანხმებას მივაღწიეთ. ნედლეულის გადატვირთვა თურქეთში განხორციელდება. თხევადი გაზით დატვირთული ამერიკული ტანკერი სტამბოლში ოქტომბერში ჩავა“, - განაცხადა ხრისტოვმა.
ამასთან, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ამერიკულ Cheniere Energ-გან მიღებული თხევადი გაზი, ბულგარეთის მოთხოვნის 1/3 დააკმაყოფილებს. მისი თქმით 1/3 მოცულობის ბუნებრივი გაზის შესყიდვის სურვილი აზერბაიჯანს ბულგარეთისგან აქვს. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება სხვა მომწოდებლებსაც მოელაპარაკება.