თეგი: აზიური ტურნე
ნენსი პელოსიმ აზიური ტურნე სინგაპურში შეხვედრებით დაიწყო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი აზიური ტურნე სინგაპურში ლიდერებთან შეხვედრებით დაიწყო. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი ლი ჰსიენ ლუნგი რეგიონში ძლიერი ჩართულობისადმი აშშ-ის ერთგულებას მიესალმა. მხარეებმა შეერთებული შტატების მხრიდან ეკონომიკური მიმართულებით ჩართულობის გაფართოების გზები განიხილეს, მათ შორის, ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა, ინდო-წყნარი ოკეანის ეკონომიკური ჩარჩო. ლუნგმა და პელოსიმ ასევე განიხილეს ომი უკრაინაში, დაძაბულობა ტაივანისა და კონტინენტური ჩინეთის ირგვლივ და კლიმატის ცვლილება. სინგაპურის პრემიერმა ხაზი გაუსვა აშშ-ჩინეთის სტაბილური ურთიერთობების მნიშვნელობას რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“. ნენსი პელოსი აზიის ოთხ ქვეყანას ეწვევა, თუმცა სპიკერის ოფისი ტაივანს არ ახსენებს სპიკერის ოფისის თანახმად, პელოსი სინგაპურს, მალაიზიას, სამხრეთ კორეასა და იაპონიას ეწვევა, რათა განიხილოს ვაჭრობის, COVID-19-ის პანდემიის, კლიმატის ცვლილების, უსაფრთხოებისა და „დემოკრატიული მმართველობის“ საკითხები განიხილოს. პარალელურად, პეკინში, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კვლავ გაიმეორა, რომ „თუ ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება“. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა - CNN
ტაივანის მთავრობის მაღალჩინოსნისა და აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა. ტაივანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაამატა, რომ პელოსი ღამით სავარაუდოდ, ტაივანში დარჩება. უცნობია, როდის დაეშვება მისი თვითმფრინავი ტაიპეიში. ინფორმაციას CNN ავრცელებს. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაამატა, რომ თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირები მუშაობენ რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნების გეგმის უზრუნველყოფაზე. პელოსიმ აზიური ტურნე სინგაპურში ვიზიტით დაიწყო. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
ნენსი პელოსი მალაიზიაში ხანმოკლე ვიზიტით ჩავიდა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი მალაიზიის ლიდერს და სხვა ოფიციალურ პირებს ხვდება. ნენსი პელოსი მალაიზიას აზიური ტურნეს ფარგლებში ხანმოკლე ვიზიტით ეწვია. პელოსის თვითმფრინავი მალაიზიის სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე, დედაქალაქ კუალა ლუმპურის მახლობლად, სამშაბათს დილით დაეშვა. მისი ვიზიტი მოიცავს ლანჩს მალაიზიის პრემიერ- მინისტრ ისმაილ საბრი იაკობთან და შეხვედრას მალაიზიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერთან, აზჰარ აზიზან ჰარუნთან. აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა - CNN პელოსის ვიზიტი მალაიზიაში, სავარაუდოდ, 12 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში გაგრძელდება. კუალა ლუმპურში ჩასვლამდე მან ერთი დღე სინგაპურში გაატარა. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები