აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი აზიური ტურნე სინგაპურში ლიდერებთან შეხვედრებით დაიწყო. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრი ლი ჰსიენ ლუნგი რეგიონში ძლიერი ჩართულობისადმი აშშ-ის ერთგულებას მიესალმა. მხარეებმა შეერთებული შტატების მხრიდან ეკონომიკური მიმართულებით ჩართულობის გაფართოების გზები განიხილეს, მათ შორის, ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა, ინდო-წყნარი ოკეანის ეკონომიკური ჩარჩო.
ლუნგმა და პელოსიმ ასევე განიხილეს ომი უკრაინაში, დაძაბულობა ტაივანისა და კონტინენტური ჩინეთის ირგვლივ და კლიმატის ცვლილება. სინგაპურის პრემიერმა ხაზი გაუსვა აშშ-ჩინეთის სტაბილური ურთიერთობების მნიშვნელობას რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“.
სპიკერის ოფისის თანახმად, პელოსი სინგაპურს, მალაიზიას, სამხრეთ კორეასა და იაპონიას ეწვევა, რათა განიხილოს ვაჭრობის, COVID-19-ის პანდემიის, კლიმატის ცვლილების, უსაფრთხოებისა და „დემოკრატიული მმართველობის“ საკითხები განიხილოს.
პარალელურად, პეკინში, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კვლავ გაიმეორა, რომ „თუ ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება“.
გაეცანით სტატიას