ტაივანის მთავრობის მაღალჩინოსნისა და აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა. ტაივანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაამატა, რომ პელოსი ღამით სავარაუდოდ, ტაივანში დარჩება. უცნობია, როდის დაეშვება მისი თვითმფრინავი ტაიპეიში. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაამატა, რომ თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირები მუშაობენ რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნების გეგმის უზრუნველყოფაზე. პელოსიმ აზიური ტურნე სინგაპურში ვიზიტით დაიწყო.
გაეცანით სტატიას