თეგი: აზოვის ზღვა
რუსეთის დუმა: აზოვის ზღვა და ქერჩის სრუტე მხოლოდ რუსეთის საკუთრებაა
რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა აზოვის ზღვის და ქერჩის სრუტის გამოყენების შესახებ უკრაინასთან 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების დენონსაციას. განმარტებითი ბარათის თანახმად, „რუსეთის შემადგენლობაში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების მიღებით შეიქმნა კარდინალურად ახალი სიტუაცია და ქერჩის სრუტის და აზოვის ზღვის სანაპიროები ამიერიდან მხოლოდ რუსეთს ეკუთვნის“. შესაბამისი კანონპროექტი პრეზიდენტმა პუტინმა დუმას 24 მაისს წარუდგინა. რუსეთმა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები თავის ტერიტორიად გამოაცხადა 2022 წლის სექტემბერში, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
რუსული მედიის ცნობიუთ, „სუ-25“ აზოვის ზღვაში ჩავარდა
კრასნოდარის მხარის იეისკის რაიონში აზოვის ზღვაში „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩავარდა. ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი განცხადებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მედია: რუსული KA-52-ის ტიპის ვერტმფრენი აზოვის ზღვაში ჩავარდა
რუსული კა-52 საბრძოლო ვერტმფრენი აზოვის ზღვაში ჩავარადა. წინასწარი მონაცემებით, ორი პილოტი გადაარჩინეს. ინფორმაციას რუსული ტელეგრამ არხი „ბაზა“ ავრცელებს. „სამაშველო სამსახურებში „ბაზას“ წყაროების თანახმად, შვეულმფრენი აზოვის ზღვის წყლებში, სანაპირო ზოლიდან დაახლოებით 1,5 კილომეტრის დაშორებით, პირველის სექტემბერს დილით ჩავარდა. წინასწარი განმარტებით, ამის მიზეზი რთული ამინდის პირობები გახდა, რადგან ტერიტორიაზე ძლიერი ნისლი იყო. კა-52-ის ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაციის დროს მათი ევაკუაცია განხორციელდა.
აზოვის ზღვაში ორ სატვირთო გემზე დრონით თავდასხმისას, ხუთი აზერბაიჯანელი მოქალაქე დაიღუპა — ბაქო
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზოვის ზღვაში ორ უცხოურ სატვირთო გემზე დრონით თავდასხმის შედეგად, ხუთი აზერბაიჯანელი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაშავდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის აიხან ჰაჯიზადას თქმით, ღამით დრონებით განხორციელებული თავდასხმის სამიზნე ორი უცხოური სატვირთო გემი გახდა, რომლებზეც სულ 25 აზერბაიჯანელი მოქალაქე იმყოფებოდა. მანვე განმარტა, რომ აღნიშნული გემები აზერბაიჯანის სახელმწიფოს არ ეკუთვნის. რუსული მხარისგან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის შედეგად, სულ ხუთი აზერბაიჯანელი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა. დაშავებულები იესკის საქალაქო საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ამჟამად, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით კოორდინაციას უწევს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, ჩვენი ქვეყნის დიპლომატიურ მისიებს, ასევე შესაბამისი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებს. რუსეთში აზერბაიჯანის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელი ადგილზე გაემგზავრა. მოქალაქეების მდგომარეობასთან, მათ ქვეყანაში დაბრუნებასთან და საჭირო საკონსულო დახმარების გაწევასთან დაკავშირებული საკითხები ყურადღებით კონტროლდება,“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გემებ თურქეთიდან დონის როსტოვში მარცვლეულის ჩასატვირთად მიემართებოდნენ.