თეგი: ათენის სამიტი

საბერძნეთმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო

უკრაინამ და საბერძნეთმა უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია საბერძნეთში ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. „საბერძნეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს უკრაინას, გახდეს NATO-ს წევრი, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და შესრულდება პირობები, როგორც ეს NATO-ს ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაშია ნათქვამი,“ - ნათქვამია დეკლარაციაში. საბერძნეთი რამდენიმე დღის წინ გახდა მე-14 ქვეყანა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაციას შეუერთდა. დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების მიერ, ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“ საბერძნეთი უკრაინელ პილოტებს F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის მოამზადებს. საბერძნეთი უკრაინას ოდესის აღდგენაში დაეხმარება - მიცოტაკისი  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი განმარტავს, რატომ არ იყო საქართველოს წარმომადგენელი ათენის სამიტზე

სააპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ მედიის შეკითხვების საპასუხოდ განმარტავ, რატომ არ იყო საქართველოს არცერთი წარმომადგენელი ათენის სამიტზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღეს. „ქართული ოცნების" წევრმა განაცხადა, რომ შეხვედრა „პირდაპირ არ უკავშირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხს“. „ეს იყო ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული ფორუმი, ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებით ევროკავშირთან გაფართოების კუთხით. აქ არ ყოფილა (შეხვედრა, რედ.) აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით. ეს ფაქტორი პირდაპირ არ უკავშირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხს. ეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არის ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული სამიტი. თუმცა, როგორც იცით, უკრაინა არის განსაკუთრებული თემა... რაც შეეხება მოლდოვას, ძალიან დიდია ლტოლვილთა ნაკადი მოლდოვის რესპუბლიკაში,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ. ათენის სამიტზე 11-მა ქვეყანამ უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო  

საგარეო უწყება ათენის სამიტზე: ძირითადი თემა არ ყოფილა ევროკავშირის გაფართოება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ათენში გამართული სამიტი, რომელზეც მიწვეული იყვნენ უკრაინა და მოლდოვა, ეძღვნებოდა ომის თემას და ღონისძიების ძირითადი თემა არ ყოფილა გაფართოების საკითხი. როგორც ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, არჩილ ყარაულაშვილმა განმარტა, ათენში გამართული სამიტი იყო არაფორმალური და არ იყო ევროკავშირის ღონისძიება. „21 აგვისტოს ათენში გაიმართა არაფორმალური სამიტი, რომელიც მიეძღვნა ცნობილი თესალონიკის სამიტის 20 წლისთავს. ამ შემთხვევაში, ეს არ იყო ევროკავშირის ღონისძიება, არამედ – ბერძნული მხარის. თვითონ ევროკავშირის წარმომადგენლები ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც სტუმრები. ღონისძიების ძირითადი თემა არ ყოფილა გაფართოება, არამედ იყო უკრაინაში ომი. სწორედ ამიტომ იყვნენ დაპატიჟებული უკრაინა და მოლდოვა. მოლდოვა მიიჩნევა, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული მხარე ამ ომის გამო. ზოგადად უნდა ითქვას, რომ უკრაინა და მოლდოვა ძალიან ხშირად არიან ომისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დაპატიჟებული,“ – განაცხადა ყარაულაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი განმარტავს, რატომ არ იყო საქართველოს წარმომადგენელი ათენის სამიტზე ათენის სამიტზე 11-მა ქვეყანამ უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო  

საგარეო უწყება ათენის სამიტზე: ევროკავშირის ღონისძიება არ იყო, ძირითადი თემა არ ყოფილა ევროკავშირის გაფართოება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ათენში გამართული სამიტი, რომელზეც მიწვეული იყვნენ უკრაინა და მოლდოვა, ომის თემას ეძღვნებოდა. ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, არჩილ ყარაულაშვილმა განმარტა, რომ ათენში გამართული სამიტი არ იყო ევროკავშირის ღონისძიება. მისი ვიდეოკომენტარი Europetime-ს საგარეო უწყების პრესსამსახურმა მიაწოდა.  „21 აგვისტოს ათენში გაიმართა არაფორმალური სამიტი, რომელიც მიეძღვნა ცნობილი თესალონიკის სამიტის 20 წლისთავს. ამ შემთხვევაში, ეს არ იყო ევროკავშირის ღონისძიება, არამედ – ბერძნული მხარის. თვითონ ევროკავშირის წარმომადგენლები ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც სტუმრები. ღონისძიების ძირითადი თემა არ ყოფილა გაფართოება, არამედ იყო უკრაინაში ომი. სწორედ ამიტომ იყვნენ დაპატიჟებული უკრაინა და მოლდოვა. მოლდოვა მიჩნეულია, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული მხარე ამ ომის გამო. ზოგადად შეიძლება, ითქვას, რომ უკრაინა და მოლდოვა ძალიან ხშირად არიან ომისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დაპატიჟებულნი. ეს უკვე გარკვეულ პრაქტიკად იქცა,“ – განაცხადა ყარაულაშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი განმარტავს, რატომ არ იყო საქართველოს წარმომადგენელი ათენის სამიტზე ათენის სამიტზე 11-მა ქვეყანამ უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო  

ათენის სამიტზე 11-მა ქვეყანამ უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 11 ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ათენის დეკლარაციას, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას მხარს უჭერს. დეკლარაციის თანახმად, ქვეყნებმა რუსული აგრესიის ფონზე გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა გარდამტეხი მომენტია ევროპისთვის, რაც ქმნის საერთო პრინციპების, ერთიანობისა და საერთო მომავლის შესახებ ინფორმირებულობის ახალ დონეს ევროკავშირში. „ეს არის კრიტიკული დრო ჩვენი ევროპული კონტინენტის უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. დაირღვა კანონები და პრინციპები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ევროპული უსაფრთხოების სტაბილურ და სავარაუდო წესრიგს ამდენი ხნის განმავლობაში და ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ რევიზიონიზმის დამღუპველ შედეგებს,“ - ნათქვამია დოკუმენტში უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით. დოკმენტში ასევე ხაზგასმით აღნიშნულია, რომ „დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას, რომლებიც გეოგრაფიულად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ესაზღვრებიან, აქვთ საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი, რომელიც საერთო შესაძლებლობებითა და გამოწვევებით განისაზღვრება.“ ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელ შარლ მიშელის თანდასწრებით, დეკლარაციას უკრაინის, საბერძნეთის, სერბეთის, მოლდოვის, მონტენეგროს, რუმინეთის, კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბულგარეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა მოაწერეს ხელი.