სააპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ მედიის შეკითხვების საპასუხოდ განმარტავ, რატომ არ იყო საქართველოს არცერთი წარმომადგენელი ათენის სამიტზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღეს. „ქართული ოცნების" წევრმა განაცხადა, რომ შეხვედრა „პირდაპირ არ უკავშირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხს“.
„ეს იყო ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული ფორუმი, ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებით ევროკავშირთან გაფართოების კუთხით. აქ არ ყოფილა (შეხვედრა, რედ.) აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით. ეს ფაქტორი პირდაპირ არ უკავშირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხს. ეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არის ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული სამიტი. თუმცა, როგორც იცით, უკრაინა არის განსაკუთრებული თემა... რაც შეეხება მოლდოვას, ძალიან დიდია ლტოლვილთა ნაკადი მოლდოვის რესპუბლიკაში,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.