თეგი: ალენ ბერსეტი

ალენ ბერსე შვეიცარიის პრეზიდენტად აირჩიეს

შვეიცარიის შინაგან საქმეთა მინისტრი ალენ ბერსე შვეიცარიის პრეზიდენტად აირჩიეს. ქვეყნის პარლამენტში კენჭისყრისას ბერსემ 140 ხმა მიიღო. მის კანდიდატურას 31-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 46-მა კი თავი შეიკავა. ის პრეზიდენტ იგნაციო კასისს ჩაანაცვლებს. ახალი პრეზიდენტი თანამდებობას 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიკავებს. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ვიოლა ამჰერდი დაიკავებს, რომელიც თავდაცვის, საზოგადოებრივი დაცვისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობს.  

ალენ ბერსეტი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) დღეს ალენ ბერსეტი (შვეიცარია) ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად ხუთი წლის ვადით აირჩია. ბერსეტმა არჩევნების მეორე ტურში ხმათა უმრავლესობა (114 ხმა) მიიღო. დანარჩენმა ორმა კანდიდატმა, ინდრეკ საარმა (ესტონეთი) და დიდიე რეინდერსმა (ბელგია) 85 და 46 ხმა დააგროვეს. ალენ ბერსეტი შვეიცარიის მთავრობის წევრი გახლდათ 2012 წლიდან 2023 წლამდე. ამ პერიოდის განმავლობაში, მას ორჯერ ეკავა კონფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა. კერძოდ, 2018 და 2023 წლებში. როგორც მინისტრი, ბერსეტი სათავეში ედგა შინაგან საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს. მთავრობაში მოსვლამდე, 2003 წლიდან 2011 წლამდე, ის შვეიცარიის ფედერალური პარლამენტის წევრი გახლდათ. 2008-2009 წლებში, ის შტატების საბჭოს (პარლამენტის ზედა პალატას) თავმჯდომარეობდა. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი დღემდე იყო მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი. ბერსეტი მოვალეობის შესრულებას სექტემბრიდან შეუდგება.  

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტს გეგმავს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი საქართველოში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს სათაურით: „სიტუაცია საქართველოში: გენერალურმა მდივანმა მოსაზრებები გაცვალა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.“ ალენ ბერსეტი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ის ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. დაძაბული მდგომარეობისა და მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე, გენერალურმა მდივანმა ევროპის საბჭოს სახელით შეშფოთება გამოთქვა პოლარიზაციის გაღრმავებისა და მოვლენების პოლიტიკურ ჩიხში შესვლის გამო. მან ასევე ყველა შესაბამის მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ შემდგომი ესკალაციისგან. გენერალურმა მდივანმა აგრეთვე ხაზი გაუსვა დემონსტრაციების დროს სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიების აუცილებლობას. ვიანიდან საქართველო ევროპის საბჭოს წევრია, გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ორგანიზაციის როლი, მოუსმინოს ყველა მხარეს და ქვეყნის ვალდებულება, პატივი სცენ ევროპის საბჭოს ღირებულებებსა და სტანდარტებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას, რაც როგორც ქართველი ხალხის, ასევე, მთლიანად ქვეყნისა და მისი სტაბილურობის ინტერესშია. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა თავის მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპულ მისწრაფებებში და უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული უსაფრთხოება. მან ასევე მზადყოფნა გამოხატა, არსებული კრიზისის დასაძლევად აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ყველა შესაბამის პარტნიორთან, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებასთან. ევროპის საბჭო მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის, მიმდინარე სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროპული მისწრაფებების მიღწევის პროცესში დაეხმარება. ამ მიზნით, გენერალური მდივანი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს. საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა