შვეიცარიის შინაგან საქმეთა მინისტრი ალენ ბერსე შვეიცარიის პრეზიდენტად აირჩიეს.
ქვეყნის პარლამენტში კენჭისყრისას ბერსემ 140 ხმა მიიღო. მის კანდიდატურას 31-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 46-მა კი თავი შეიკავა.
ის პრეზიდენტ იგნაციო კასისს ჩაანაცვლებს.
ახალი პრეზიდენტი თანამდებობას 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიკავებს.
ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ვიოლა ამჰერდი დაიკავებს, რომელიც თავდაცვის, საზოგადოებრივი დაცვისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობს.