თეგი: ალექსანდრ ვინიკოვი
ალექსანდრე ვინიკოვი: მოუთმენლად ველით პროგრესის გაგრძელების ხილვას, რაც აუცილებელი რეფორმების განხორციელების გზით, საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას გამოიწვევს
ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება მომავალში საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ისევე, როგორც უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასე რომ, ღია კარის პოლიტიკა მტკიცედაა ძალაში, - ამის შესახებ საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის (NLO) ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა. ვინიკოვის თქმით, NATO მოუთმენლად ელის საქართველოში პროგრესის გაგრძელების ხილვას, რაც გამოიწვევს აუცილებელი რეფორმების განხორციელების გზით მის NATO-ში გაწევრიანებას. „NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის მთავარი გზავნილები, რომელიც ბუქარესტში გაიმართა, შეეხებოდა ჩვენს უწყვეტ ერთგულებას უკრაინის მხარდაჭერის მიმართ, რომელიც აგრძელებს თავის დაცვას რუსეთის უკანონო აგრესიისგან. ასე რომ, NATO-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს ვალდებულება, რომ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში. მოკავშირეები შეხვდნენ საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვის წარმომადგენლებთან იმის განსახილველად, თუ როგორ შეიძლება NATO-მ კიდევ უფრო გააძლიეროს მხარდაჭერა ამ ქვეყნების მიმართ, სამი მნიშვნელოვანი პარტნიორის მიმართ, რადგან ისინი წინააღმდეგობას იწევენ რუსეთის ზეწოლას. ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება მომავალში საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასე რომ, ღია კარის პოლიტიკა მტკიცედაა ძალაში და მოუთმენლად ველით საქართველოში პროგრესის გაგრძელების ხილვას, რაც გამოიწვევს აუცილებელი რეფორმების განხორციელების გზით მის NATO-ში გაწევრიანებას, რომელთა განხორციელებაში ჩვენ საქართველოს დახმარებას ვუწევთ“, - აღნიშნა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
NATO საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის ნაბიჯებს დგამს
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პირობებში, NATO შავი ზღვის რეგიონში ჩართულობის გაზრდას იმედოვნებს, პარალელურად, კონცეტრირებულია წევრობისთვის უკრაინის საბოლოო მომზადებაზე, საქართველოსთვის კი, NATO შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებისთვის ღონისძიებებს უზრუნველყოფს. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ვინიკოვი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს, რაზეა კონცეტრირებული NATO, საქათველოს მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის კვალდაკვალ და ამ კონტექსტში რას მიიჩნევს უმთავრეს პრიორიტეტად ალიანსი თბილისთან ურთიერთობაში ინტერვიუს თემა ასევე იყო უკრინა და შავი ზღვის უსაფრთხოება. ET: უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე, რა არის NATO-ს მთავარი ფოკუსი ახლა უკრაინასთან მიმართებით. NATO-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოს საჭირო დახმარება უკრაინისთვის, რომელიც მას სჭირდება რუსული აგრესიისგან თავდაცვის ლეგიტიმური უფლების უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ, NATO-ს ლიდერებმა ვილნიუსის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ უკვე არსებული უპრეცედენტო დახმარება. ეს დახმარება მოიცავს პოლიტიკურ მხარდაჭერას - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ასევე გაძლიერებულ პოლიტიკურ ურთიერთობას, პრაქტიკულ მხარდაჭერას, მათ შორის, მრავალწლიან, ყოვლისმომცველი პაკეტის დამტკიცებას, ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტით, რაც დაეხმარება კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოს თავდაცვა და შეკავება რუსეთის წინააღმდეგ და ასევე გაზარდოს ურთიერთთავსებადობა NATO-სთან. ეს ასევე ეხმარება უკრაინას, რომ მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის, რაზეც ალიანსი შეთანხმდა, რომ მომავალში მოხდება. ამდენად, ჩვენ ახლა ფოკუსირებულნი ვართ ამ მხარდაჭერაზე. ET: საქართველოსთან მიმართებით არსებული მხარდამჭერი პაკეტის განახლების შესაძლებლობას რამდენად განიხილავს ალიანსი? ჩვენ ახლა კონცეტრირებულნი ვართ ძალიან მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი მხარდაჭერის ღონისძიებების გატარებაზე, რომელიც NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ეს დოკუმენტი უელსის სამიტზე შეთანხმდა. გასულ წელს, მადრიდის სამიტზე კი, ურთიერთობის შემდგომი გაძლიერების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება, მათ შორის, ე.წ. საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის დამტკიცებით. ახლა ჩვენ ამ პაკეტების იმპლემენტაციაზე ვართ ორიენტირებულნი. საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მას NATO-სთან დაახლოებისთვის სჭირდება. NATO უზრუნველყოფს ღონისძიებებს საქართველოს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებისთვის, ასევე, მისი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, რომ საქართველომ უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. ET: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება კიდევ ერთი აქტუალური თემაა, რომელმაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. აშშ-მ ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი შეიმუშავა. ალიანსს როგორ წარმოუდგენია შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არსებული კონტექსტის გათვალისწინებით? მოგეხსენებათ, გასულ წელს, მადრიდის სამიტზე დამტკიცდა ახალი სტრატეგიული კონცეფცია. ეს სტრატეგიული კონცეფცია ფუნდამენტური დოკუმენტია NATO-სთვის, ეს არის მეორე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ. ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში კი, შავი ზღვის რეგიონი მოხსენიებულია, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონი. რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, NATO-ს განლაგება შავ ზღვაზე და მის გარშემო მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ რეგიონში ჩვენ გვყავს სამი წევრი ქვეყანა და ორი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. ამდენად, ვმასპინძლობთ პორტში ვიზიტებს, გვყავს გემები, თვითმფრინავები, ვაწარმოებთ მეტი ინფორმაციის გაცვლას. ასე რომ, ჩვენი ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში იზრდება და მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს გაგრძელდება. ექსკლუზიური ინტერვიუ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან