თეგი: ანტონიო გუტიერეში
ანტონიო გუტერეში: ომისა და მისი შედეგებიდან ერთადერთი მდგრადი გამოსავალი მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და დაუცველი ხალხისთვის არის მშვიდობა
უკრაინაში ომმა კაცობრიობის მეხუთედზე მეტი შესაძლოა, სიღარიბისა და შიმშილის იმ მასშტაბამდე მიიყვანოს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა სოციალურ ქსელში დაწერა. „უკრაინაში ომმა შეიძლება, კაცობრიობის მეხუთედზე მეტი ჩააგდოს ისეთი მასშტაბების სიღარიბესა და შიმშილში, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა. ომისა და მისი შედეგებიდან ერთადერთი მდგრადი გამოსავალი მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და დაუცველი ხალხისთვის არის მშვიდობა“, – დაწერა გუტერეშმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
გაეროს გენერალური მდივანი 28 აპრილს კიევს ეწვევა
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 28 აპრილს კიევს ეწვევა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას მისი პრესმდივანი ავრცელებს. ამასთან, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად შემდგომი ნაბიჯებია. ასევე, როგორც ცნობილია, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 26 აპრილს მოსკოვსაც ეწვევა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
გაეროს გენერალური მდივანი უკრაინაშია
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთიდან უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „მე უკრაინაში ვარ, მოსკოვის ვიზიტის შემდეგ“, - განაცხადა გუტიერეშმა. მისი თქმით, გაერო განაგრძობს საქმიანობას ჰუმანიტარული დახმარების გაფართოების კუთხით და უზრუნველყოფს კონფლიქტის ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანას. „რაც უფრო მალე დასრულდება ეს ომი, უკეთესი იქნება უკრაინისთვის, რუსეთისთვის და მსოფლიოსთის“, - აცხადებს გუტიერეში. 28 აპრილს გაეროს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას შეხვდება. გუტერეში უკრაინაში მოსკოვიდან ჩავიდა. მანამდე კი, თურქეთში იმყოფებოდა, სადაც ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა მოლაპარაკებები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი საერთო მიზანი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. მოსკოვის შემდეგ, გუტერეში უკრაინაში გაემგზავრება, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ანტონიო გუტერეში: ვითარება მარიუპოლში არის კრიზისი კრიზისში
უკრაინაში რუსეთის შეჭრა არის როგორც უკრაინის ტერიტორიის, ასევე გაეროს წესდების დარღვევა და გაერო აგრძელებს ბრძოლას ცეცხლის სრული შეწყვეტისთვის, - ამის შესახებ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. გუტერეშის თქმით, ვითარება მარიუპოლში არის "კრიზისი კრიზისში". „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან ხალხი გამოვიყვანოთ", - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა. მისი თქმით, მარიუპოლიდან ევაკუაციის საკითხზე პრეზიდენტ ზელენსკისთან ინტენსიური დისკუსიები ჰქონდა. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სჯერა და შესაძლებელია, ქარხნიდან ხალხის გამოყვანის საკითხზე წარმატებულ შედეგს მიაღწიონ. გაეროს გენერალური მდივანი 27 აპრილს უკრაინაში ჩავიდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ ანტონიო გუტერეში ბოროდიანკაში: როცა ამ განადგურებულ შენობებს ვხედავ, წარმოვიდგენ ჩემს შვილიშვილებს, როგორ გამორბიან პანიკით ანტონიო გუტერეში: როდესაც რუსეთი გადაწყვეტს, ომი მაშინ დასრულდება ანტონიო გუტერეში: გაერო მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის