გაეროს გენერალური მდივანი უკრაინაშია

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთიდან უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ  მან Twitter-ზე დაწერა.

„მე უკრაინაში ვარ, მოსკოვის ვიზიტის შემდეგ“, - განაცხადა გუტიერეშმა. მისი თქმით, გაერო განაგრძობს საქმიანობას ჰუმანიტარული დახმარების გაფართოების კუთხით და უზრუნველყოფს კონფლიქტის ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანას. „რაც უფრო მალე დასრულდება ეს ომი, უკეთესი იქნება უკრაინისთვის, რუსეთისთვის და მსოფლიოსთის“, - აცხადებს გუტიერეში.

28 აპრილს გაეროს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას შეხვდება. გუტერეში უკრაინაში მოსკოვიდან ჩავიდა. მანამდე კი, თურქეთში იმყოფებოდა, სადაც ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა მოლაპარაკებები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი საერთო მიზანი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. მოსკოვის შემდეგ, გუტერეში უკრაინაში გაემგზავრება, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.