თეგი: აღმოსავლეთ ფლანგი
იენს სტოლტენბერგმა შავი ზღვის რეგიონში NATO-ს გეგმაზე ისაუბრა
შექმნის თუ არა NATO ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ახალ საბრძოლო ჯგუფებს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იმოქმედებს რუსეთი და როდის შეიძლება, ვიხილოთ ეს ძალები რუმინეთში, ბულგარეთში ან სხვაგან, ამ საკითხით დაინტერესდა საერთაშორისო მედია ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე. დღეს ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა. მინისტრებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელშიც აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების შესახებ მზადყოფნა დააფიქსირეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა მინისტერიალის დღის ბოლოს მედიის შეკითხვებს უპასუხა. მან ევროპის უსაფრხთხოებაში ახალი ნორმის კონტურებზე მიანიშნა და განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა ალიანსმა, საბრძოლო ჯგუფების კორექტირება უფრო გრძელვადიან პრიორიტეტად აქციოს. მანამდე, საბოლოო მონახაზის ჩამოყალიბებამდე, NATO რეკომენდაციებს სამხედრო მეთაურებისგან მიიღებს. „რუსეთმა გამოავლინა ნება, გამოიყენოს ძალა, შეეცადოს სხვა ქვეყნების იძულებას; შეცვალოს ზოგიერთი ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ასევე გვჭირდება აღმოსავლეთ ნაწილში NATO-ს პოზიციების გარდაქმნა. ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს სამხედრო მეთაურებს, მასშტაბისა და მოცულობის შესახებ დეტალები, მათ შორის პოტენციური ახალი საბრძოლო ჯგუფების შესახებ აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთში, რუმინეთში, შავი ზღვის რეგიონში. ასევე აღმოსავლეთში პოზიციების კორექტირების შესახებ ჩვენი უფრო გრძელვადიანი პრიორიტეტისთვის. 2014 წლის შემდეგ, ჩვენი კოლექტიური თავდაცვა ყველაზე მეტად გავაძლიერეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბრძოლო ჯგუფების შექმნით, NATO-ს სამეთაურო სტრუქტურის მოდერნიზაციით, NATO-ს რეაგირების ძალების რაოდენობის გასამმაგებით და ასევე, თავდაცვაში მეტი ინვესტირების დაწყებით. შემდეგ, ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში, ჩვენ, პირველ რიგში, უფრო მეტი NATO-ს ჯარი განვათავსეთ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. მეტი ჯარი, მეტი გემი, მეტი თვითმფრინავი და ეს იმისთვისაა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვაწარმოოთ მინოტორინგი, მივყვეთ, რუსეთის ქმედებებს და ასევე გადავაზღვიოთ ჩვენი მოკავშირეები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. შემდეგ, ჩვენ ასევე გავზარდეთ NATO-ს რეაგირების ძალების მზადყოფნა. ეს იმას ადასტურებს, რომ ჩვენ შეგვიძლია, სწრაფად გავაძლიეროთ კიდევ უფრო მეტი ჯარით და ძალებით ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილი. ეს არ ნიშნავს, რომ რაიმეს ველოდებით. ჩვენ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ. შემდეგ განვიხილავთ ჩვენი ჯგუფების უფრო გრძელვადიან კორექტირებას და კვირების განმავლობაში მივიღებთ რჩევებს სამხედრო მეთაურებისგან, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ დღეს NATO-ს მინისტრებმა გადაწყვიტეს, შეიმუშაონ ვარიანტები შეკავებისა და თავდაცვის უნარების შემდგომი გაძლიერებისთვის, მათ შორის განიხილონ ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ახალი საბრძოლო ჯგუფების შექმნის საკითხი. სტოლტენბერგის თქმით, NATO გრძელვადიანი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების საფუძველია. NATO ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ახალი საბრძოლო ჯგუფების შექმნას განიხილავს
NATO აღარ არის ვალდებული, თავი შეიკავოს ძალების გაფართოებისგან აღმოსავლეთ ევროპაში - მირჩა ჯოანა
25 წლის წინ ხელმოწერილი NATO-რუსეთის შეთანხმება აღარ ავალდებულებს ალიანსს, რადგან თავად რუსეთმა დაარღვია შეთანხმება უკრაინაში შეჭრით, ამბობს NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა, რომელიც ვილნიუსში იმყოფება. 1997 წლის NATO-რუსეთის ჩარჩო შეთანხმების მიხედვით, ალიანსმა პირობა დადო, რომ მუდმივად არ განათავსებს მნიშვნელოვან ძალებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ამავე დროს, რუსეთი ვალდებულია, თავი შეიკავოს მეზობლების წინააღმდეგ აგრესიისგან, მაგრამ როგორც მირჩა ჯოანამ აღნიშნა, რომ რუსეთმა ამ დამფუძნებელი აქტის ყველა შინაარსი შეთანხმების დარღვევით ძირითადად გააუქმა. მირჩა ჯოანამ განაცხადა, რომ ალიანსის ყოფნა რეგიონში გაძლიერდება, მაგრამ ძალების კონკრეტული რაოდენობა უცნობია. საბოლოო გადაწყვეტილებები მადრიდში NATO-ს სამიტზე მიიღება. „ჩვენ გვესმის რაოდენობის მიმართ ინტერესი, მაგრამ ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ ხარისხს. ჩვენ ველით ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ჩვენი ლიდერებისგან მადრიდში“, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ. ივნისში, მადრიდში,NATO-ს სამიტზე ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციას მიიღებენ.
NATO აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვის ახალ მოდელს ამზადებს
NATO-ს მოკავშირეები მზად არიან, მოამზადონ ახალი თავდაცვის მოდელი ბლოკის აღმოსავლეთ ფლანგისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს, მადრიდში მომავალ სამიტზე დამტკიცდება. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ”დარწმუნებული ვარ, რომ სამიტზე ორი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთანხმდებით მოდელზე. არამხოლოდ მოდელზე, არამედ იმაზე, რომ მოკავშირეები მზად არიან, უზრუნველყონ საჭირო ძალები, რათა შეავსონ ეს მოდელი შინაარსით, სიძლიერით, ძალებით, რომლებიც დაარწმუნებენ ყველა მოკავშირეს, რომ ჩვენ ვდგამთ ამ ნაბიჯს არამხოლოდ აღმოსავლეთში ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების მიზნით, არამედ, უფრო საშიშ და კონკურენტულ სამყაროში“, - თქვა სტოლტენბერგმა NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ალიანსმა გააორმაგა აღმოსავლეთში საბრძოლო ჯგუფების რაოდენობა ოთხიდან რვამდე, ბალტიის ქვეყნებიდან შავ ზღვამდე. საფრანგეთი ხელმძღვანელობს რუმინეთში საბრძოლო ჯგუფს და გაძლიერდნენ „სხვა მოკავშირეებიც". მოკავშირეები მზად არიან, კიდევ გაზარდონ საბრძოლო ჯარების რაოდენობა. სტოლტენბერგმა დააამატა, რომ ჯარი მზად იქნება, საჭიროების შემთხვევაში სწრაფად შეიცვალოს დანიშნულების ადგილი. უფრო ადრე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ფლანგზე კონტინგენტის გაფართოების საკითხი NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე განიხილებოდა. NATO ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ახალი საბრძოლო ჯგუფების შექმნას განიხილავს
რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები
რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, ამის შესახებ შემაჯამებელი ინფორმაცია NATO-ს ვებგვერდზე 2023 წლის ბოლოსთვის განახლდა. მისი მიხედვით, ბოლო წლებში მოკავშირეებმა გააძლიერეს NATO-ს წარმომადენლობა მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფების შექმნით ბულგარეთში, ესტონეთში, უნგრეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. მოკავშირეებმა ასევე გაგზავნეს მეტი ხომალდი, თვითმფრინავი და ჯარი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, ჩრდილოეთით ბალტიის ზღვიდან სამხრეთით შავ ზღვამდე. ალიანსის განცხადებით, ეს ქმედებები ცხადყოფს მოკავშირეების გადაწყვეტილებას და მზადყოფნას, დაიცვან ალიანსის ტერიტორია და მოსახლეობა. მოკავშირეები NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის პოზიციისთვის მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევენ მის სამხედრო ყოფნას ალიანსის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში. ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ყოფნის გაზრდა, რუსეთის მხრიდან მისი მეზობლებისა და ტრანსატლანტიკური საზოგადოების მიმართ არსებულ საფრთხეებზე პასუხია. NATO-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხეა მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. 2018 წლის ნოემბერში შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, NATO-მ გადაწყვიტა, გაეზარდა თავისი ყოფნა რეგიონში სიტუაციური ცნობიერების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. მოკავშირეებმა ასევე გააძლიერეს მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ, საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვისთვისთვის წვრთნების ჩატრებითა და ასევე, პორტებში ვიზიტებით. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა დამატებითი ხომალდები, თვითმფრინავები და ჯარები გაგზავნეს NATO-ს ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის პოზიციას. ეს მოიცავს ათასობით დამატებით ჯარისკაცს ალიანსის საბრძოლო ჯგუფებში, გამანადგურებელ თვითმფრინავებს NATO-ს საჰაერო საპოლიციო მისიების მხარდასაჭერად, ბალტიის და ხმელთაშუა ზღვებში საზღვაო ძალების გაძლიერებას, ჯარების საერთო მზადყოფნის გაზრდას და მაღალ მზადყოფნაში მყოფი NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების განლაგებას რუმინეთისკენ. საქართველოს პარტნიორები, ქვეყნის პორტებში გემების მასპინძლობის შესაძლებლობის განახლებას ელიან 2016 წლის სამიტზე ვარშავაში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 2017 წელს, ოთხი მრავალეროვნული ბატალიონის ზომის საბრძოლო ჯგუფი შეიქმნა ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში, რომლებსაც შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია და შეერთებული შტატები ხელმძღვანელობენ. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა გააძლიერეს არსებული საბრძოლო ჯგუფები და შეთანხმდნენ კიდევ ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის შექმნაზე ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის მთლიანი რაოდენობა რვამდე გაიზარდა, ფაქტობრივად გაორმაგდა ჯარების რაოდენობა ადგილზე და გაფართოვდა NATO-ს ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - ჩრდილოეთით ბალტიის ზღვიდან სამხრეთით შავ ზღვამდე. მოკავშირეები მზად არიან, განათავსონ ძლიერი და საბრძოლო მზადყოფნის ძალები ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. რვა საბრძოლო ჯგუფი აჩვენებს ტრანსატლანტიკური კავშირის სიძლიერეს და ალიანსის სოლიდარობას, მონდომებას და ნებისმიერ აგრესიაზე რეაგირების უნარს. 2022 წლის სამიტზე მადრიდში, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფები ბრიგადებად ექციათ იქ, სადაც ეს საჭირო იქნება. მოკავშირეები ახლა ამ პროცესის განხორციელების ეტაპზე არიან. „მოკავშირეების მიერ ეროვნულ დონეზე განხორციელებული მრავალი აქტივობა ასევე ხელს უწყობს მოკავშირეთა აქტივობის გაზრდას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, მოკავშირეებმა გაგზავნეს დამატებითი ხომალდები, თვითმფრინავები და ჯარები NATO-ს ტერიტორიაზე აღმოსავლეთ ევროპაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის პოზას,“ - აცხადებენ ალიანსში. აღსანიშნავია, რომ ეს საბრძოლო ჯგუფები არ არის იდენტური; მათი ზომები და შემადგენლობა მორგებულია კონკრეტულ გეოგრაფიულ ფაქტორებსა და საფრთხეებზე. 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, რვა საბრძოლო ჯგუფი შედგება შემდეგი მოკავშირეებისგან: მასპინძელი ქვეყანა: ბულგარეთი ხელმძღვანელი ქვეყანა: იტალია მონაწილე ქვეყნები: ალბანეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი და შეერთებული შტატები. მასპინძელი ქვეყანა: ესტონეთი ხელმძღვანელი ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო მონაწილე ერები: საფრანგეთი და ისლანდია. მასპინძელი ქვეყანა: უნგრეთი ხელმძღვანელი ქვეყანა: უნგრეთი მონაწილე ქვეყნები: ხორვატია, იტალია, თურქეთი და შეერთებული შტატები. მასპინძელი ქვეყანა: ლატვია ხელმძღვანელი ქვეყანა: კანადა მონაწილე ქვეყნები: ალბანეთი, ჩეხეთი, ისლანდია, იტალია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ესპანეთი. მასპინძელი ქვეყანა: ლიეტუვა ხელმძღვანელი ქვეყანა: გერმანია მონაწილე ქვეყნები: ბელგია, ჩეხეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია და შეერთებული შტატები. მასპინძელი ქვეყანა: პოლონეთი ხელმძღვანელი ქვეყანა: შეერთებული შტატები მონაწილე ქვეყნები: ხორვატია, რუმინეთი და გაერთიანებული სამეფო. მასპინძელი ქვეყანა: რუმინეთი ხელმძღვანელი ქვეყანა: საფრანგეთი მონაწილე ქვეყნები: ბელგია, ლუქსემბურგი, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, პორტუგალია და შეერთებული შტატები. მასპინძელი ქვეყანა: სლოვაკეთი ხელმძღვანელი ქვეყანა: ჩეხეთი მონაწილე ქვეყნები: გერმანია და სლოვენია. რვავე საბრძოლო ჯგუფი ინტეგრირებულია NATO-ს სამეთაურო სტრუქტურაში, საიმისოდ, რომ უზრუნველყოს აუცილებელი მზადყოფნა და რეაგირება. 2022 წლის NATO-ს სამიტზე, მადრიდში, მოკავშირეებმა შეთანხმდნენ ძალების განლაგების ახალ მოდელზე, რომელიც მაღალ მზადყოფნაში მყოფი ძალების უფრო გაფართოებას გულისხმობს, ეს ძალები პოტენციურად ხელმისაწვდომი იქნება NATO-სთვის. ამ ახალ მოდელზე NATO 2023 წლის ბოლოდან გადავიდა. 2023 წლის ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეებმა დაამტკიცეს ახალი თაობის რეგიონული თავდაცვის გეგმები, რაც კოლექტიური თავდაცვის დაგეგმარებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
NATO-ს სამმა მოკავშირემ, აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო განლაგების დაჩქარების შესახებ შეთანხმება გააფორმა
გერმანიამ, ნიდერლანდებმა და პოლონეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ბიუროგრაფიის შემცირებას, რაც ხელს უშლის ჯარების და იარაღის სწრაფ ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას ჩრდილოეთ ზღვიდან NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგამდე მიმავალი ერთ-ერთი მთავარი დერეფნის გასწვრივ. ბრიუსელში, ევროპის თავდაცვის სააგენტოში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განმარტა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთი პირობების არსებობას, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ სამხედრო განლაგებას რაიმე შესაძლო კონფლიქტის წარმოშობამდე. NATO-მ გააფრთხილა თავისი წევრები, რომ ძალიან დიდი ბიუროკრატია აფერხებს ჯარების გადაადგილებას ევროპაში და ეს არის პრობლემა, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს სერიოზული შეფერხებები რუსეთთან კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში. რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე NATO-მ 1988 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ გამოაცხადა