თეგი: აღჭურვილობა

ოლაფ შოლცი: გერმანია უკრაინას უახლეს სამხედრო აღჭურვილობას გადასცემს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ნაკლებობის გამო მისი მთავრობის კრიტიკას არ ეთანხმება.  გერმანია უკრაინას 255 მართვად საარტილერიო დანადგარ Vulcano-ს მიჰყიდის - მედია „გერმანია უკრაინასდ აწვდის უამრავ იარაღს და ამავე დროს ყველაზე თანამედროვე და ეფექტური აღჭურვილობის მიწოდების პროცესშია", - განაცხადა შოლცმა გერმანიის კანცლერმა ჩამოთვალა, თუ რა შეიარაღება მიაწოდა უკრაინას ამ დრომდე გერმანიამ. „მათ შორის Gepard საზენიტო ტანკები, Panzerhaubitze 2000 საარტილერიო და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები. ასევე დაგეგმილია Iris-T საჰაერო თავდაცვის სისტემისა და Cobra-ს არტილერიის რადარის მიწოდება“.  მანამდე, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ უკრაინისთვის 255 ზუსტი მართვადი საარტილერიო დანადგარ Vulcano-ს მიყიდვის საკითხი დაამტკიცა, თუმცა მათი გადაცემის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.  

კანადა უკრაინას, $15 მილიონის ღირებულების განაღმვის აღჭურვილობას გადასცემს

კანადა უკრაინას $15 მილიონის ღირებულების ნაღმებისაგან გამწმენდ აღჭურვილობას გაუგზავნის. „აღჭურვილობა ხელს შეუწყობს მიწის ნაღმების, აუფეთქებელი საბრძოლო მასალისა და ომის სხვა ასაფეთქებელი შედეგების იდენტიფიცირებას და განეიტრალებას“, - ნათქვამია კანადის მთავრობის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ კანადის მთავრობამ დაასრულა უკრაინის სუვერენიტეტის 5-წლიანი ობლიგაციების გამოშვება, რომლის მეშვეობითაც კანადელებს საშუალება ექნებათ დაეხმარონ უკრაინას და შეძლონ ქვეყნის დაფინანსება.   

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას, განაღმვის აღჭურვილობა გადასცა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 1000-ზე მეტი VALLON ლითონის დეტექტორი და 100 ბომბის განადგურების ნაკრები გადასცა.  „განაღმვის აღჭურვილობის მიწოდება, დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც ქვეყანა უკრაინას 2022 წლის განმავლობაში უწევდა და ეს პროცესი 2023 წლამდე გაგრძელდება“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ. VALLON-ს შეუძლია დაეხმაროს ჯარებს დანაღმული ველების გასუფთავებასა და უსაფრთხო მარშრუტების გაწმენდაში გზებსა და ბილიკებზე. ამ აღჭურვილობას ასევე შეუძლია უზრუნველყოს ასაფეთქებელი ნივთიერებების გაწმენდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და სახლებიდან, რაც ადამიანებს საშუალებას მისცემს უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. ბომბის განადგურების კომპლექტები შექმნილია რუსული ბომბების, საბრძოლო მასალისა და ისეთი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოსაღებად, რომლებიც არ აფეთქდა. ასაფეთქებელი იარაღის განადგურების ეს მოწყობილობა, ერთ-ერთი უახლესია იმ აღჭურვილობის ფართო სპექტრს შორის, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას, რუსეთის უკანონო შემოჭრის წინააღმდეგ, ბრძოლის მხარდასაჭერად გადასცა.