კანადა უკრაინას $15 მილიონის ღირებულების ნაღმებისაგან გამწმენდ აღჭურვილობას გაუგზავნის.
„აღჭურვილობა ხელს შეუწყობს მიწის ნაღმების, აუფეთქებელი საბრძოლო მასალისა და ომის სხვა ასაფეთქებელი შედეგების იდენტიფიცირებას და განეიტრალებას“, - ნათქვამია კანადის მთავრობის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კანადის მთავრობამ დაასრულა უკრაინის სუვერენიტეტის 5-წლიანი ობლიგაციების გამოშვება, რომლის მეშვეობითაც კანადელებს საშუალება ექნებათ დაეხმარონ უკრაინას და შეძლონ ქვეყნის დაფინანსება.