გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ნაკლებობის გამო მისი მთავრობის კრიტიკას არ ეთანხმება.
„გერმანია უკრაინასდ აწვდის უამრავ იარაღს და ამავე დროს ყველაზე თანამედროვე და ეფექტური აღჭურვილობის მიწოდების პროცესშია", - განაცხადა შოლცმა
გერმანიის კანცლერმა ჩამოთვალა, თუ რა შეიარაღება მიაწოდა უკრაინას ამ დრომდე გერმანიამ. „მათ შორის Gepard საზენიტო ტანკები, Panzerhaubitze 2000 საარტილერიო და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები. ასევე დაგეგმილია Iris-T საჰაერო თავდაცვის სისტემისა და Cobra-ს არტილერიის რადარის მიწოდება“.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ უკრაინისთვის 255 ზუსტი მართვადი საარტილერიო დანადგარ Vulcano-ს მიყიდვის საკითხი დაამტკიცა, თუმცა მათი გადაცემის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.