თეგი: ბარიკადები

კოსოვომ სერბებზე საბუთების გაცემა დაიწყო. საზღვართან საპროტესტო ბარიკადებს შლიან

კოსოვოს ხელისუფლებამ სერბებზე საბუთების გაცემა დაიწყო. ეს მას შემდეგ მოხდრა, რაც აშშ-სთან და ევროკავშირთან კონსულტაციის შემდეგ კოსოვომ  სერბეთიდან შესული მგზავრებისთვის მანქანების ნომრებსა და სამოგზაურო დოკუმენტაციის გაცემის შესახებ მიღებული კანონი ერთი თვით გადადო. კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო 1-ელ აგვისტოს დაიწყეს ბარიკადებია დაშლა, რომლებიც კოსოვოში ეთნიკურმა სერბებმა პროტესტის ნიშნად სასაზღვრო გასასვლელებთან აღმართეს. კოსოვოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა შესვლა-გასვლის პირველი საბუთები სერბეთის მოქალაქეებზე, რომლებმაც საზღვარი სერბეთთან ამჟამად მოქმედი ოთხი პუნქტიდან ერთ-ერთის გზით გადაკვეთეს. 1-ელ აგვისტოს, დილით მიღწეული შეთანხმებით, ახალი წესების ამოქმედება 30 დღით გადაიდო. 31 ივლისს, გვიან ღამით, პრიშტინაში აშშ-ის ელჩმა, ჯეფრი ჰოვენიერმა კოსოვოს მოუწოდა წესების ამოქმედება 30 დღით გადაედო, "რადგან, როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებების გარშემო გავრცელდა დეზინფორმაცია და გაუგებრობა". მანამდე, კოსოვოს მთავრობა აცხადებდა, რომ 1ელ აგვისტოდან სერბეთიდან შემომავალ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ საბუთებს შეუცვლიდნენ შესვლა-გასვლის დოკუმენტაციით, რომელსაც პრიშტინა გასცემდა და რომელიც სამი თვის განმავლობაში იქნებოდა ძალაში.  

კოსოვოს ჩრდილოეთით ბარიკადების დემონტაჟი დაიწყო

კოსოვოს სერბებმა, ჩრდილოეთ კოსოვოში აღმართული ბარიკადების დემონტაჟი დაიწყეს.  აშშ და ევროკავშირი კოსოვოსა და სერბეთს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებენ ერთი დღით ადრე სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, სერბებს კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში აღმართული ბარიკადების დემონტაჟისკენ მოუწოდა. სერბეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ-დან და ევროკავშირიდან მიიღეს გარანტიები, რომ კოსოვოში არც ერთი ეთნიკური სერბი, რომელიც მონაწილეობას იღებდა საპროტესტო აქციებში ან ბარიკადებს აგებდა, არ დააკავებენ და მათთან მიმართებით არც დევნა დაიწყება. სერბეთის პრეზიდენტმა, არმიის უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმი გააუქმა კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვევადა, რაც 10 დეკემბერს ყოფილი სერბი პოლიციელი დეიან პანტიჩი დააკავეს, რომელიც საარჩევნო კომისიის წევრებზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. პანტიჩის დაკავების პროტესტის ნიშნად, კოსოვოს სერბები 10 დეკემბრიდან სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მათ მიერ მოწყობილ ბარიკადებზე მორიგეობდნენ.