კოსოვოს ხელისუფლებამ სერბებზე საბუთების გაცემა დაიწყო. ეს მას შემდეგ მოხდრა, რაც აშშ-სთან და ევროკავშირთან კონსულტაციის შემდეგ კოსოვომ სერბეთიდან შესული მგზავრებისთვის მანქანების ნომრებსა და სამოგზაურო დოკუმენტაციის გაცემის შესახებ მიღებული კანონი ერთი თვით გადადო.
1-ელ აგვისტოს დაიწყეს ბარიკადებია დაშლა, რომლებიც კოსოვოში ეთნიკურმა სერბებმა პროტესტის ნიშნად სასაზღვრო გასასვლელებთან აღმართეს. კოსოვოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა შესვლა-გასვლის პირველი საბუთები სერბეთის მოქალაქეებზე, რომლებმაც საზღვარი სერბეთთან ამჟამად მოქმედი ოთხი პუნქტიდან ერთ-ერთის გზით გადაკვეთეს.
1-ელ აგვისტოს, დილით მიღწეული შეთანხმებით, ახალი წესების ამოქმედება 30 დღით გადაიდო.
31 ივლისს, გვიან ღამით, პრიშტინაში აშშ-ის ელჩმა, ჯეფრი ჰოვენიერმა კოსოვოს მოუწოდა წესების ამოქმედება 30 დღით გადაედო, "რადგან, როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებების გარშემო გავრცელდა დეზინფორმაცია და გაუგებრობა".
მანამდე, კოსოვოს მთავრობა აცხადებდა, რომ 1ელ აგვისტოდან სერბეთიდან შემომავალ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ საბუთებს შეუცვლიდნენ შესვლა-გასვლის დოკუმენტაციით, რომელსაც პრიშტინა გასცემდა და რომელიც სამი თვის განმავლობაში იქნებოდა ძალაში.