კოსოვოს სერბებმა, ჩრდილოეთ კოსოვოში აღმართული ბარიკადების დემონტაჟი დაიწყეს.
ერთი დღით ადრე სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, სერბებს კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში აღმართული ბარიკადების დემონტაჟისკენ მოუწოდა.
სერბეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ-დან და ევროკავშირიდან მიიღეს გარანტიები, რომ კოსოვოში არც ერთი ეთნიკური სერბი, რომელიც მონაწილეობას იღებდა საპროტესტო აქციებში ან ბარიკადებს აგებდა, არ დააკავებენ და მათთან მიმართებით არც დევნა დაიწყება.
კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვევადა, რაც 10 დეკემბერს ყოფილი სერბი პოლიციელი დეიან პანტიჩი დააკავეს, რომელიც საარჩევნო კომისიის წევრებზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.
პანტიჩის დაკავების პროტესტის ნიშნად, კოსოვოს სერბები 10 დეკემბრიდან სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მათ მიერ მოწყობილ ბარიკადებზე მორიგეობდნენ.