თეგი: ბელარუსი
უკრაინის საზღვრის დატოვებისას ბელარუსის ელჩს მესაზღვრემ 30 ვერცხლი გადასცა
უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურმა გაასაჯაროვა ვიდეო, სადაც მესაზღვრემ ბელარუსის ელჩს იგორ სოკოლს ქვეყნის დატოვებისას 30 ვერცხლი გადასცა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მესაზღვრემ განმარტა, რომ ბელარუსის ელჩს 30 ვერცხლი უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სერგეი დეინკოს ბრძანებით გადასცა. „სერგეი დეინკო მოკითხვას უთვლის ბელარუსის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელ ანატოლი ლაპოს და ელჩის ხელით 30 ვერცხლს უგზავნის“, - განაცხადა მესაზღვრემ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ბელარუსმა დიპლომატებმა უკრაინა დატოვეს
უკრაინაში ბელარუსის ელჩმა იგორ სოკოლმა განაცხადა, რომ საელჩომ თავისი თანამშრომლების ევაკუაცია დაასრულა. ამის შესახებ უკრაინული მედია ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო "ბელტაზე" დაყრდნობით წერს. ბელარუსის ელჩმა ევაკუაციის მიზეზად „მუშაობის აუტანელი პირობები" დაასახელა. კერძოდ, საელჩოს დაბლოკილი ჰქონდა ყველა ფინანსური ანგარიში, ამასთან, მისი თქმით, საელჩოს თანმაშრომლებს შექმნილი ჰქონდათ „გაუსაძლისი პირობები, იყო მუდმივად ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარები". ბელარუსი დიპლომატების ბოლო ჯგუფმა უკრაინა 18-19 მარტს დატოვა. ელჩმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე დიპლომატებს 20-საათიანი შემოწმების გავლა მოუწიათ. თანაც საზღვრის გადაკვეთისას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსმა სერგეი დეინეკომ ელჩს ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის ხელმძღვანელისთვის "30 ვერცხლის" გადაცემა სთხოვა, მაგრამ ელჩმა გზავნილის გამორთმევაზე უარი უთხრა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ამ ომში ბელარუსი რუსეთის მოკავშირეა. ასევე წაიკითხეთ უკრაინის საზღვრის დატოვებისას ბელარუსის ელჩს მესაზღვრემ 30 ვერცხლი გადასცა
ბელორუსმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრიდან მედესანტეები გაიყვანა
ბელორუსმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრიდან მედესანტეები გაიყვანა. ამის შესახებ უკრაინული მედია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. „ბრესტის 38-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადის მედესანტეები უკრაინის საზღვრიდან მუდმივი დისლოკაციის პუნქტში მას შემდეგ დაბრუნდნენ რაც ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების გამაგრების დავალება წარმატებით შეასრულეს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ცნობილია, რომ ბრესტის მედესანტეებმა სამი კვირა გაატარეს უკრაინის საზღვართან. ბელარუსის ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ მათ საზღვრის დაცვის გაძლიერება ჰქონდათ დავალებული. უკრაინული მხარე კი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ მედესანტეები ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრას გეგმავდნენ. ასევე წაიკითხეთ ლუკაშენკo: თუ რუსეთს დასჭირდება, ბელორუსის ჯარი უკრაინაში იქნება უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური: რუსეთის ძალები უკრაინას თავს დაესხნენ რუსეთისა და ბელორუსის ტერიტორიებიდან დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული