უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურმა გაასაჯაროვა ვიდეო, სადაც მესაზღვრემ ბელარუსის ელჩს იგორ სოკოლს ქვეყნის დატოვებისას 30 ვერცხლი გადასცა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მესაზღვრემ განმარტა, რომ ბელარუსის ელჩს 30 ვერცხლი უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სერგეი დეინკოს ბრძანებით გადასცა. „სერგეი დეინკო მოკითხვას უთვლის ბელარუსის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელ ანატოლი ლაპოს და ელჩის ხელით 30 ვერცხლს უგზავნის“, - განაცხადა მესაზღვრემ.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს