თეგი: ბირთვული ძალები
სტოლტენბერგი პუტინის გადაწყვეტილებაზე: საშიში რიტორიკაა
პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, მოიყვანოს თავისი ბირთვული ძალები მზადყოფნაში, „უპასუხისმგებლო ქცევა და საშიში რიტორიკაა“, ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CNN-ს განუცხადა. „რა თქმა უნდა, თუ გააერთიანებთ ამ რიტორიკას და იმას, რასაც ისინი აკეთებენ უკრაინაში, აწარმოებენ ომს დამოუკიდებელი სუვერენული ერის წინააღმდეგ, ახორციელებენ უკრაინაში სრულფასოვან შეჭრას, ეს სიტუაციას სერიოზულობას მატებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით რუსეთის საშიში რიტორიკა მიუღებელია
EUROPETIME-ის ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის კომენტარი პუტინის ბრძანებაზე, რუსეთის ბირთვული ძალების მობილიზების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებას, მისი ბირთვული ძალების მობილიზების შესახებ საშიშ რიტორიკას უწოდებს, მაგრამ ეს შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაიმე ცვლილების მანიშნებელი არ არის. „რუსეთი და შეერთებული შტატები დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას დამანგრეველი შედეგები მოჰყვებოდა და არაერთხელ განაცხადეს, მათ შორის ამ წლის დასაწყისში, რომ ბირთვული ომი არ შეიძლება, იყოს მომგებიანი და არასდროს არ უნდა იყოს ბრძოლის იარაღი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით პროვოკაციული რიტორიკა საშიშია, ეს ზრდის არასწორი გათვლების რისკს, თავიდან უნდა იყოს აცილებული და ჩვენ ამ რიტორიკაში არ ჩავერთვებით. მთელი ამ კრიზისის განმავლობაში რუსეთი სიცრუის გავრცელების გზით ამტკიცებს, რომ მას საფრთხე ემუქრება, მათ შორის უკრაინისა და NATO-ს მხრიდან. არც აშშ-ს და არც NATO-ს არ აქვთ რუსეთთან კონფლიქტის სურვილი და განზრახვა. ჩვენ ურყევი ვართ ჩვენი ვალდებულებების მიმართ, რაც მოიცავს შეკავების გაძლიერებას და დარწმუნებულები ვართ ჩვენს შესაძლებლობებში, დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენი მოკავშირეები“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC-ს ანალიზი პენტაგონი: აშშ დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში, დაიცავს საკუთარ თავს, მოკავშირეებს და პარტნიორებს სტოლტენბერგი პუტინის გადაწყვეტილებაზე: საშიში რიტორიკაა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. საერთაშორისო მედიის წინასწარი ინფორმაციით, სანქციების სიაში იქნებიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ
ენტონი ბლინკენი: ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ, რა ტექნოლოგიების და საშუალებების მიწოდება შეგვიძლია უკრაინისთვის, რომ თავი დაიცვას
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინაში ფრენის აკრძალული ზონის შექმნამ, შეიძლება, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს. მისი თქმით, ვაშინგტონი განაგრძობს თავის მოკავშირეებთან მუშაობას, რათა უზრუნველყოს უკრაინა რუსული აგრესიისგან თავის დაცვის საშუალებებით. „რაც შეეხება არასაფრენი ზონის გამოცხადებას, მსგავსი რამის რეალურად განხორციელების ერთადერთი გზა არის NATO-ს თვითმფრინავების გაგზავნა უკრაინის საჰაერო სივრცეში და რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება, რამაც ევროპაში შეიძლება, სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს. პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთთან ომში ჩაბმას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ბლინკენმა ბრიუსელში, სადაც მოკავშირეებთან მართავს შეხვედრებს. ამასთან, ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ უზარმაზარ ძალისხმევას მიმართავს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა უკრაინელებს მიაწოდონ რუსეთისგან თავდაცვის საშუალებები. „ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ, რა ტექნოლოგიები, რა შესაძლებლობები შეგვიძლია, ეფექტიანად მივაწოდოთ უკრაინას, რომ თავი დაიცვას და ეს ფაქტობრივად ყოველდღიურად ხდება. ამრიგად, მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, შეიძლება იყოს გამოყენებული, ეფექტურად და დროულად“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებას, მისი ბირთვული ძალების მობილიზების შესახებ საშიშ რიტორიკას უწოდებს, მაგრამ კვლა იმეორებს შეერთებული შტატების პოზიციას, რომ ეს სტრატეგიულ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაიმე ცვლილების მანიშნებელი არ არის. „რაც შეეხება პრეზიდენტ პუტინის განცხადებებს რუსეთის ბირთვულ ძალებზე, პირველ რიგში, როგორც მოგეხსენებათ, რუსეთი და შეერთებული შტატები დიდი ხანია, შეთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღის რეალური გამოყენება დამღუპველი იქნება და მას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება მთელ მსოფლიოში. როგორც ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, მათ შორის ამ წლის დასაწყისში, ჟენევაში პრეზიდენტ ბაიდენისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრის შემდეგ, ორივე ქვეყანამ განაცხადა, რომ ბირთვული ომი არ შეიძლება, იყოს მომგებიანი და არ უნდა გამოყენებული ბრძოლის იარაღად. ბირთვული იარაღის შესახებ პროვოკაციული განცხადება უპასუხისმგებლობაა და ეს საშიში რიტორიკაა. ეს ზრდის არასწორი გათვლების რისკს. საჭიროა მისი თავიდან აცილება. ჩვენ შევაფასეთ პრეზიდენტ პუტინის დირექტივა და მისი განცხადებები. ამ დროისთვის ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ჩვენი მზადყოფნის დონე შევცვალოთ“, - განაცხადა ბლინკენმა 2 მარტს. შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. ჯენ ფსაკი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
აშშ სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნებს ჩაატარებს
11 აპრილს შეერთებულმა შტატები სტრატეგიული ბირთვული ძალების ყოველწლიურ სწავლებას დაიწყებს. GT23-ის მიზანია, გააძლიეროს ბირთვული მზადყოფნა და უზრუნველყოს უსაფრთხო, საიმედო სტრატეგიული შემაკავებელი ძალა. აშშ განმარტავს, რომ ეს ყოველწლიური წვრთნაა და არ არის პასუხი რომელიმე ერის ან სხვა აქტორების ქმედებებზე. აშშ-ის პერსონალის გარდა, GT23-ში ძირითადი მოკავშირე პერსონალისა და პარტნიორების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. მათ შორის იქნება გაერთიანებული სამეფოს ჯგუფი.