პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, მოიყვანოს თავისი ბირთვული ძალები მზადყოფნაში, „უპასუხისმგებლო ქცევა და საშიში რიტორიკაა“, ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CNN-ს განუცხადა.
„რა თქმა უნდა, თუ გააერთიანებთ ამ რიტორიკას და იმას, რასაც ისინი აკეთებენ უკრაინაში, აწარმოებენ ომს დამოუკიდებელი სუვერენული ერის წინააღმდეგ, ახორციელებენ უკრაინაში სრულფასოვან შეჭრას, ეს სიტუაციას სერიოზულობას მატებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.