თეგი: ბრალდება
ქუთაისში, არასრულწლოვნების მიმართ იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ
საქართველოს პროკურატურამ, ქუთაისში, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე კი სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა "შინაგან საქმეთა სამინისტროში, ორ სხვადასხვა ეპიზოდზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ქ. ქუთაისში, არასრულწლოვანს ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა. მგზავრობის დროს ბრალდებულმა ავტომანქანა გზიდან გადააყენა, გადმოვიდა და დაზარალებულის მხარეს ჩაჯდომას ცდილობდა, ამ დროს არასრულწლოვანს დამ დაურეკა. ბრალდებულმა დაზარალებულს საუბრის საშუალება არ მისცა და მობილური ტელეფონის მისთვის გადაცემა აიძულა, რა დროსაც არასრულწლოვანმა გაქცევა მოახერხა. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თექვსმეტ წელს მიუღწეველი ორი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული 18 და 19 ოქტომბერს დააკავეს. ერთ-ერთს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), ხოლო მეორეს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა." ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
გერმანიაში გადატრიალების მოწყობის ბრალდებით 25 ადამიანი დააკავეს
7 დეკემბერს გერმანიაში, ერთდროულად თერთმეტ ფედერალურ შტატში, პოლიციის სპეცრაზმი მემარჯვენე ექსტრემისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ სპეცოპერაციას ატარებს, რომელიც ბუნდესტაგის შტურმს და პოლიტიკოსების გატაცებას გეგმავდა. ამის შესახებ გამოცემა Der Spiegel-ისთვის გახდა ცნობილი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პოლიციის ოპერაცია ექსტრემისტების წინააღმდეგ გერმანიაში. გამოცემას, გენერალურმა პროკურატურამ ოპერაციის მსვლელობის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა. გამოძიების დასკვნის თანახმად, 2021 წლის ნოემბრიდან ეჭვმიტანილები ბუნდესტაგზე შეიარაღებულ თავდასხმას და პოლიტიკოსების დატყვევებას გეგმავდნენ. ჩხრეკა მიმდინარეობს 130-ზე მეტ ბინაში, ოფისსა და საწყობში. ამ დროისთვის დაკავებულია 25 ადამიანი.
პროკურატურის ცნობით, დააკავეს პირი, რომელიც 10 ადამიანს ფულის სანაცვლოდ უნივერსიტეტში ჩარიცხვას დაჰპირდა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაზარალებულებს არწმუნებდა, თითქოსდა როგორც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანს, ფულადი თანხების - 3000 - 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ამავე უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეეძლო. ასევე,უწყების ცნობით, ბრალდებული სარგებლობდა რა დაზარალებულების ნდობით, ატყუებდა მათ, თითქოს არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, მას სტუდენტებისთვის თბილისში ბინების მინიმალურ ფასად, დაახლოებით, 7 000-11 000 ლარის სანაცვლოდ გადაცემა შეეძლო. „ბრალდებული აღნიშნული სქემის გამოყენებით, 10 დაზარალებულის ფულად თანხას - ჯამში 119 030 ლარს მოტყუებით დაეუფლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 21 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და დიდი ოდენობით; 10 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა - ტრამპი
ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურს, – ეს განცხადება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ბრალის წარდგენის შემდეგ, დონალდ ტრამპმა სასამართლო დატოვა დონალდ ტრამპი ბრალის წარდგინების პროცესის დროს ფორმალურად დაკავებულია „ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, ჩემი ქვეყნის უშიშრად დაცვაა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურთ. სულ დასაწყისიდან დემოკრატები უთვალთვალებდენ ჩემს კამპანიას! ხომ გახსოვთ?! ისინი დამესხნენ თავს თაღლითური გამოძიებებით. რუსეთი, რუსეთი, რუსეთი, უკრაინა, უკრაინა – იმპიჩმენტისთვის გამოგონილი ჭორი ნომერი ერთი. იმპიჩმენტისთვის გამოგონილი ჭორი ნომერი ორი – უკანონო და არაკონსტიტუციური ჩხრეკა ჩემს რეზიდენციაში ფლორიდაში,“ – განაცხადა ტრამპმა. ამერიკის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ამჟამინდელ ან ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებას წარუდგენენ. დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ბრალი წაუყენა 31 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს ამერიკის 45-ე პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. ბრალის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა პორნომსახიობ სტორმი დენიელს 2016 წლის არჩევნების დროს, 130 000 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ არ ესაუბრა მასთან სავარაუდო ურთიერთობის დეტალებზე. ამერიკის 45-ე პრეზიდენტი ამ ბრალდებას უარყოფს.
ზუგდიდში, 14 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ზუგდიდში მესხიას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაკავებულის დედა განაჩენს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. შეგახსენებთ, გასული 2022 წლის ნოემბერში, ზუგდიდში, მესხიას ქუჩის მიმდებარედ რამდენიმე ათეულ მოზარდს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.
პროკურატურამ ახმეტაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ახმეტაში მეზობლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს თავის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს თავის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დამნაშავე იმავე დღეს დააკავეს. ასევე,ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა,) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით შსს-მ ოთხი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოთხი პირი დააკავეს. 1972 წელს დაბადებული, ე.კ., 1994 წელს დაბადებული ქ.ბ., 1987 წელს დაბადებული ნ.დ. და 2004 წელს დაბადებული დ.ს., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით არიან დაკავებული. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ე.კ., რომელიც თბილისში მდებარე მასაჟის ერთ-ერთი სალონის მფლობელი იყო და ამავე ობიექტის მენეჯერები - ქ.ბ., ნ.დ. და დ.ს., გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მომსახურების მიზნით, მასაჟის სალონში არსებულ ოთახებს გადასცემდნენ. აღნიშნული ქალები სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან ბრალდებულებს გარკვეულ თანხას უხდიდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროკურატურა მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, დაკავებულის მიმართ პატიმრობას ითხოვს
საქმეში არაერთი მტკიცებულება არსებობს, რაც შალვა იაშვილის ბრალეულობას ადასტურებს - მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ შალვა იაშვილთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით, პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა “საქართველო პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რა დროსაც სახეზე მას მიაყენა დაზიანებები. ბრალდების მხარეს არაერთი მტკიცებულება გააჩნია აღნიშნული ბრალდების დასადასტურებლად, მათ შორის, მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა. ბრალდების მხარე სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს”, - განაცხადა პროკურორმა ალინა კუკავამ.
პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ადამიანებით ვაჭრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს მათივე ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდის რესპუბლიკაში განთავსებული ერთ-ერთი დასაქმების სააგენტო, ტაილანდის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს ბათუმში, სილამაზის სალონში, მასაჟისტის პოზიციაზე დასაქმებას დაჰპირდა. დაზარალებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როგორც დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელი უცხო ქვეყნის მოქალაქე დახვდა და ნაცვლად ბათუმისა, დაზარალებულები მოტყუებით ჩაიყვანა ზესტაფონში, მოათავსა ისინი მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს აიძულებდა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური მომსახურება გაეწიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს ისაკუთრებდა და თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.