ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურს, – ეს განცხადება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
- ბრალის წარდგენის შემდეგ, დონალდ ტრამპმა სასამართლო დატოვა
- დონალდ ტრამპი ბრალის წარდგინების პროცესის დროს ფორმალურად დაკავებულია
„ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, ჩემი ქვეყნის უშიშრად დაცვაა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურთ.
სულ დასაწყისიდან დემოკრატები უთვალთვალებდენ ჩემს კამპანიას! ხომ გახსოვთ?! ისინი დამესხნენ თავს თაღლითური გამოძიებებით. რუსეთი, რუსეთი, რუსეთი, უკრაინა, უკრაინა – იმპიჩმენტისთვის გამოგონილი ჭორი ნომერი ერთი. იმპიჩმენტისთვის გამოგონილი ჭორი ნომერი ორი – უკანონო და არაკონსტიტუციური ჩხრეკა ჩემს რეზიდენციაში ფლორიდაში,“ – განაცხადა ტრამპმა.
- ამერიკის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ამჟამინდელ ან ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებას წარუდგენენ.
- დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ბრალი წაუყენა
31 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს ამერიკის 45-ე პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას.
ბრალის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა პორნომსახიობ სტორმი დენიელს 2016 წლის არჩევნების დროს, 130 000 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ არ ესაუბრა მასთან სავარაუდო ურთიერთობის დეტალებზე. ამერიკის 45-ე პრეზიდენტი ამ ბრალდებას უარყოფს.