თეგი: ბრიტანული დაზვერვა
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაცია რუსეთის მიზნებზე უკრაინაში
რუსეთს სურს, აიძულოს უკრაინა, უარი თქვას ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე, რათა განამტკიცოს მისი რეგიონული დომინანტობა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის უახლეს ინფორმაციაშია ნათქვამი. ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსული ძალები აგრძელებენ საბრძოლო და დამხმარე ტექნიკის გადანაწილებას ბელორუსიდან აღმოსავლეთ უკრაინაში, მათ შორის ხარკოვისა და სევერდონეცკის სიახლოვეს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი: რუსეთის გეგმა უკრაინის მთავრობის დამხობაა იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გაცხადებული მიზანი უკრაინის მთავრობის შეცვლაა ბრიტანული დაზვერვა უკრაინაში ომზე: რუსეთმა მსგავსი ტაქტიკა გამოიყენა ჩეჩნეთში 1999 წელს და სირიაში 2016 წელს
უკრაინაში „წარუმატებელი ოპერაციების გამო“ რუსი მაღალი რანგის მეთაურები გაათავისუფლეს - ბრიტანული დაზვერვა
ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა სამსახურიდან გაათავისუფლა მაღალი რანგის მეთაურები, რომლებიც ითვლება, რომ უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპზე ოპერაციები წარმატებულად ვერ განახორციელეს. მათ შორის არის გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი, რომელიც ელიტარული გვარდიის სატანკო არმიას მეთაურობდა და ხარკოვი ვერ აიღო. უკრაინის წინააღმდეგ ომში „კადიროველების“ ჩართვა რუსეთის რესურსების მნიშვნელოვან პრობლემებზე მიუთითებს - ბრიტანული დაზვერვა მისივე თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ ომში „კადიროველების“ ყოფნა რუსეთის რესურსების მნიშვნელოვან პრობლემებზე მიუთითებს. „უკრაინის წინააღმდეგობის დაძლევის მცდელობისას, რუსეთმა უამრავი დამხმარე პერსონალი გამოიყენა. ეს მოიცავს ჩეჩნური ძალების განლაგებას, რომლებიც, სავარაუდოდ, რამდენიმე ათასი მებრძოლისგან შედგებიან, ძირითადად, კონცენტრირებულნი არიან მარიუპოლისა და ლუჰანსკის რაიონებში“, - იუწყება ბრიტანეთის დაზვერვა. ამასთან, არსებობს ცნობები, რომ მარიუპოლში ჩეჩენთა საველე მეთაურის როლი ადამ დელიმხანოვმა იკისრა. წყაროები წერენ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი დელიმხანოვი კადიროვის ნათესავია. ბრიტანული დაზვერვა უკრაინაში ომზე: რუსეთმა მსგავსი ტაქტიკა გამოიყენა ჩეჩნეთში 1999 წელს და სირიაში 2016 წელს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინაში უახლოეს პერიოდში ომის ახალი ფაზა დაიწყება
"უახლოეს პერიოდში ომის ახალი ფაზა დაიწყება, რომლის ძირითადი ფრონტი ქვეყნის სამხრეთში დაახლოებით 350 კილომეტრზე, ზაპოროჟიედან ხერსონამდე გადაიჭიმება", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების დაზვერვის ინფორმაციაშია ნათქვამი. „რუსული ჯარი სამხედროებს უკრაინის სამხრეთ ნაწილში აგროვებს. ემზადება ან უკრაინის კონტრშეტევისთვის, ან თავად აპირებს შეტევას. რუსი სამხედრო სატვირთოების, ტანკებისა და არტილერიის გრძელი კონვოი დონბასიდან სამხრეთით მიემართება“,- ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში. The Times-ი ცნობით, მიკოლაივის ალყაში მოქცევის მიზნით უკრაინის სამხრეთში 25 000 რუსი სამხედროა მობილიზებული ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთს ბრძოლის ველზე გამოჰყავს ტანკები, რომელთა მოხმარებაზეც მანამდე უარი თქვეს
იმ სიახლეების ფონზე, რომ უკრაინა გერმანულ Leopard2-ის ტიპის ტანკებს მიიღებს, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო, რუსეთის ფედერაციის უახლესი სამხედრო ტექნიკის მდგომარეობას აფასებს. ABC News: 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთს უახლესი ტანკები „არმატა T14“ უკრაინაში ბრძოლისთვის გამოჰყავს, თუმცა ამ ტექნიკის საბრძოლო მზადყოფნა არადამაკმაყოფილებელია. უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს - Bloomberg მანამდე რუსეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ ახალი ტანკების ძრავი გაუმართავია. 2021 წელს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ 2022 წლისთვის, ტანკების „ექსპერიმენტალური პარტიის“ გამოშვება იგეგმებოდა. „ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინაში გაგზავნილმა „არმატა T14“-ის ტიპის ტანკებმა შესაბამის სტანდარტს უპასუხოს, რომლის თანახმადაც ტექნიკა უსაფრთხოდ მიიჩნევა“, - იუწყება ბრინანეთის დაზვერვა.