იმ სიახლეების ფონზე, რომ უკრაინა გერმანულ Leopard2-ის ტიპის ტანკებს მიიღებს, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო, რუსეთის ფედერაციის უახლესი სამხედრო ტექნიკის მდგომარეობას აფასებს.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთს უახლესი ტანკები „არმატა T14“ უკრაინაში ბრძოლისთვის გამოჰყავს, თუმცა ამ ტექნიკის საბრძოლო მზადყოფნა არადამაკმაყოფილებელია.
მანამდე რუსეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ ახალი ტანკების ძრავი გაუმართავია.
2021 წელს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ 2022 წლისთვის, ტანკების „ექსპერიმენტალური პარტიის“ გამოშვება იგეგმებოდა.
„ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინაში გაგზავნილმა „არმატა T14“-ის ტიპის ტანკებმა შესაბამის სტანდარტს უპასუხოს, რომლის თანახმადაც ტექნიკა უსაფრთხოდ მიიჩნევა“, - იუწყება ბრინანეთის დაზვერვა.