რუსეთს სურს, აიძულოს უკრაინა, უარი თქვას ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე, რათა განამტკიცოს მისი რეგიონული დომინანტობა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის უახლეს ინფორმაციაშია ნათქვამი.
- ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსული ძალები აგრძელებენ საბრძოლო და დამხმარე ტექნიკის გადანაწილებას ბელორუსიდან აღმოსავლეთ უკრაინაში, მათ შორის ხარკოვისა და სევერდონეცკის სიახლოვეს.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ
- აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი: რუსეთის გეგმა უკრაინის მთავრობის დამხობაა
- იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გაცხადებული მიზანი უკრაინის მთავრობის შეცვლაა
- ბრიტანული დაზვერვა უკრაინაში ომზე: რუსეთმა მსგავსი ტაქტიკა გამოიყენა ჩეჩნეთში 1999 წელს და სირიაში 2016 წელს