თეგი: გაზის საფასური
ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსული გაზის საფასურის ნაწილს რუბლში დაფარავს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდღოანმა დაადასტურა, რომ თურქეთი იმპორტირებული რუსული ბუნებრივი აირის ნაწილის საფასურს რუბლებში დაფარავს. რუსული მხარის ინფორმაციით, ერდოღანი და პუტინი ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ „სოჭში ვიზიტისას, კარგი მომენტი იყო ის, რომ პუტინთან „რუბლზე“ შევთანხმდით,“- განაცხადა ერდოღანმა. მისი თქმით „რუბლებში ვაჭრობა, როგორც თურქეთისთვის ისე რუსეთისთვის მომგებიანი იქნება“, - აღნიშნა ერდოღანმა. თუმცა არც ერდოღანს და არც რუსეთის ოფიციალურ პირებს არ დაუკონკრეტებიათ, გაზის რა ნაწილის საფასურს დაფარავს თურქეთი რუბლებში. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსული გაზის რუბლში ყიდვა, თურქეთს კონვერტირებადი ვალუტის რეზერვების შემცირებისგან დაიცავს. ცნობილია, რომ თურქეთის მთავრობამ რეზერვებიდან ლირის მსყიდველუნარიანობის შესანარჩუნებლად მილიარდობით აშშ დოლარი დახარჯა. ბოლო 12 თვეში ლირის მსყიდველობითი უნარი 55%-ით შემცირდა, ხოლო ინფლაცია 80% გაუტოლდა. შეგახსენებთ, 5 აგვისტოს, სოჭში, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების დახურული შეხვედრა შედგა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა.
თურქეთი, რუსული გაზის საფასურის გადახდას რუბლით იწყებს – Reuters
თურქეთის ხელისუფლება, რუსეთის ფედერაციისთვის გაზის მიწოდების საფარსურის გადახდას, რუბლით იწყებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსული გაზის საფასურის ნაწილს რუბლში დაფარავს მოსკოვი მყიდველებს სთხოვს, გაზის საფასური რუბლით გადაიხადონ, რათა ვალუტა გააძლიეროს. ამავდროულად, ანკარა, ვაჭრობის სტიმულირებას, ლირის გამოყენებით ცდილობს. ცნობილია, რა მოცულობის გაზს იყიდის რუსეთისგან თურქეთი რუბლში შეგახსენებთ, რომ რუსული გაზის საფასურის ნაწილის რუბლით დაფარვაზე შეთანხმებას, პუტინმა და ერდოღანმა აგვისტოს დასაწყისში სოჭში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. თუმცა მაშინ არ დასახელებულა გაზის ის მოცულობა, რომელიც თურქეთმა რუსეთისგან რუბლით უნდა იყიდოს.