თურქეთი, რუსული გაზის საფასურის გადახდას რუბლით იწყებს – Reuters

თურქეთის ხელისუფლება, რუსეთის ფედერაციისთვის გაზის მიწოდების საფარსურის გადახდას, რუბლით იწყებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მოსკოვი მყიდველებს სთხოვს, გაზის საფასური რუბლით გადაიხადონ, რათა ვალუტა გააძლიეროს. ამავდროულად, ანკარა, ვაჭრობის სტიმულირებას, ლირის გამოყენებით ცდილობს. 

შეგახსენებთ, რომ რუსული გაზის საფასურის ნაწილის რუბლით დაფარვაზე შეთანხმებას, პუტინმა და ერდოღანმა აგვისტოს დასაწყისში სოჭში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. თუმცა მაშინ არ დასახელებულა გაზის ის მოცულობა, რომელიც თურქეთმა რუსეთისგან რუბლით უნდა იყიდოს.