თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდღოანმა დაადასტურა, რომ თურქეთი იმპორტირებული რუსული ბუნებრივი აირის ნაწილის საფასურს რუბლებში დაფარავს.
„სოჭში ვიზიტისას, კარგი მომენტი იყო ის, რომ პუტინთან „რუბლზე“ შევთანხმდით,“- განაცხადა ერდოღანმა. მისი თქმით „რუბლებში ვაჭრობა, როგორც თურქეთისთვის ისე რუსეთისთვის მომგებიანი იქნება“, - აღნიშნა ერდოღანმა.
თუმცა არც ერდოღანს და არც რუსეთის ოფიციალურ პირებს არ დაუკონკრეტებიათ, გაზის რა ნაწილის საფასურს დაფარავს თურქეთი რუბლებში.
ანალიტიკოსების შეფასებით, რუსული გაზის რუბლში ყიდვა, თურქეთს კონვერტირებადი ვალუტის რეზერვების შემცირებისგან დაიცავს. ცნობილია, რომ თურქეთის მთავრობამ რეზერვებიდან ლირის მსყიდველუნარიანობის შესანარჩუნებლად მილიარდობით აშშ დოლარი დახარჯა. ბოლო 12 თვეში ლირის მსყიდველობითი უნარი 55%-ით შემცირდა, ხოლო ინფლაცია 80% გაუტოლდა.
შეგახსენებთ, 5 აგვისტოს, სოჭში, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების დახურული შეხვედრა შედგა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა.