თეგი: გაყიდვა
წელს სახელმწიფომ ₾170 მილიონის ქონება გაყიდა
ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის ორი კვარტლის პრივატიზაციის გეგმა 108%-ით შეასრულა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს. უწყების თანახმად, წლის პირველ ნახევარში პრივატიზაციის შედეგად მობილიზებულმა თანხამ 170,297,378 ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში, გეგმით გათვალისწინებული 118,000,000 ლარის ნაცვლად, 127,558,754 ლარი გადაირიცხა, თვითმმართველობების ბიუჯეტში - 26,370,851 ლარი, ხოლო აჭარის მთავრობის ბიუჯეტში კი 1,154,734 ლარი მიიმართა. დაჩქარებული პრივატიზაციის პროგრამის ფარგლებში, წელს ქონების ეროვნულმა სააგენტომ 1,190 აუქციონი გამოაცხადა. "პრივატიცაზიის პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო აქტივების პრივატიზაციას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. სტატისტიკის თანახმად, ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირველ კვარტალში 34,833,394 ლარის ქონება გაყიდა, მეორე კვარტალში კი 92,725,360 ლარის ქონება. 2022 წლის განმავლობაში ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული ყველაზე მსხვილი აუქციონი ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს გაყიდვა იყო, რომელიც საქართველო რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ, ბიზნესმენმა შალვა ბრეუსმა 16 მილიონ ლარად შეიძინა. 10 მილიონ ლარად გაიყიდა ყოფილი რიყის დოქები, რომელიც ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა შეიძინა. ასევე, 10 მილიონ ლარად გაიყიდა ფოთის პორტის მიმდებარედ 74 ჰექტარის მიწის ნაკვეთი. რამდენიმე დღის წინ ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში საპრივატიზაციოდ 24 მსხვილი ობიექტი გამოიტანა, რომელთა საერთო ღირებულება 43.7-მილიონი ლარია. სახელმწიფო ქონების პრივატიზება
რუსი ოლიგარქი აბრამოვიჩი მეტალურგიულ გიგანტ Evraz-ის აქტივებს ყიდის
რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი, მეტალურგიული გიგანტ Evraz-ის აქტივების გაყიდვას ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავს. ამის შესახებ კომპანია განცახდებას ავცელებს. Bloomberg: რომან აბრამოვიჩის ლონდონის „იმპერია“ სანქციების გამო ჩამოინგრა აქტივები, რომლის გაყიდვასაც აბრამოვიჩი გეგმავს, მოიცავს ელექტრო ფოლადის წარმოებას და ნაგლინი ფოლადისა და მილების ქარხნებს. ფოლადის მწარმოებელი გიგანტი Evraz-ი და მისი მთავარი აქციონერი რომან აბრამოვიჩი გაზაფხულიდან ბრიტანეთის სანქციების ქვეშ იმყოფებიან. Evraz-ის უმსხვილესი აქციონერები არიან: მილიარდერი რომან აბრამოვიჩი (28,64%) და მისი პარტნიორების სტრუქტურები - ალექსანდრე აბრამოვი (შპს Abiglaze, 19,32%) და ალექსანდრე ფროლოვი (Crosland Global Limited, 9,65%), ნათქვამია კომპანიის ვებსაიტზე 2022 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
გერმანული Bosch-ი რუსულ აქტივებს ყიდის - მედია
საყოფაცხოვერებო ტექნიკის მწარმოებელი გერმანული გიგანტი, Bosch-ი თავისი რუსული აქტივებისთვის მყიდველს ეძებს. მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ Bosch-ის აქტივებით, საცალო ქსელური გაყიდვების რამდენიმე რუსული კომპანია დაინტერესდა. გერმანული Bosch-ის რუსული სტრუქტურა (BSH Household Appliances LLC, რომელიც აწარმოებს მაცივრებსა და სარეცხი მანქანებს რუსეთში) ეძებს მყიდველებს პეტერბურგის მახლობლად სოფელ სტრელნაში მდებარე ორი ქარხნისთვის. „ახლა, პროდუქციის წარმოების გარეშე, ქარხნები ბევრად ნაკლები ღირს“, - აცხადებს წყარო, რომლის ინფორმაციითაც საწარმო „სპეციალიზირებულია Bosch-ის ტექნოლოგიებში“. Bosch-ის წარმომადგენლობა ამ საკითხზე კომენტარს ჯერ არ აკეთებს.