რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი, მეტალურგიული გიგანტ Evraz-ის აქტივების გაყიდვას ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავს. ამის შესახებ კომპანია განცახდებას ავცელებს.
აქტივები, რომლის გაყიდვასაც აბრამოვიჩი გეგმავს, მოიცავს ელექტრო ფოლადის წარმოებას და ნაგლინი ფოლადისა და მილების ქარხნებს.
ფოლადის მწარმოებელი გიგანტი Evraz-ი და მისი მთავარი აქციონერი რომან აბრამოვიჩი გაზაფხულიდან ბრიტანეთის სანქციების ქვეშ იმყოფებიან.
Evraz-ის უმსხვილესი აქციონერები არიან: მილიარდერი რომან აბრამოვიჩი (28,64%) და მისი პარტნიორების სტრუქტურები - ალექსანდრე აბრამოვი (შპს Abiglaze, 19,32%) და ალექსანდრე ფროლოვი (Crosland Global Limited, 9,65%), ნათქვამია კომპანიის ვებსაიტზე 2022 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.