საყოფაცხოვერებო ტექნიკის მწარმოებელი გერმანული გიგანტი, Bosch-ი თავისი რუსული აქტივებისთვის მყიდველს ეძებს.
მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ Bosch-ის აქტივებით, საცალო ქსელური გაყიდვების რამდენიმე რუსული კომპანია დაინტერესდა.
გერმანული Bosch-ის რუსული სტრუქტურა (BSH Household Appliances LLC, რომელიც აწარმოებს მაცივრებსა და სარეცხი მანქანებს რუსეთში) ეძებს მყიდველებს პეტერბურგის მახლობლად სოფელ სტრელნაში მდებარე ორი ქარხნისთვის.
„ახლა, პროდუქციის წარმოების გარეშე, ქარხნები ბევრად ნაკლები ღირს“, - აცხადებს წყარო, რომლის ინფორმაციითაც საწარმო „სპეციალიზირებულია Bosch-ის ტექნოლოგიებში“.
Bosch-ის წარმომადგენლობა ამ საკითხზე კომენტარს ჯერ არ აკეთებს.