თეგი: გემები
რუმინეთი რუსული გემებისთვის პორტებს ხურავს
რუმინეთი 17 აპრილიდან რუსული დროშის ქვეშ მცურავი ან რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული გემებისთვის პორტებს დახურავს. გამონაკლისია დაშვებული გემებისთვის, რომლითაც ჰუმანიტარული ტვირთი, ან სამედიცინო დახმარების პროდუქცია გადააქვთ. რუსული გემებისთვის საკუთარი პორტების დახურვის შესახებ უკვე განაცხადა იტალიამ. ევროკავშირმა 8 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი გამოიტანა. რომლის თანახმადაც იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დაშვება, გარდა სასურსათო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარული და ენერგომატარებლების ტვირთებისა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ იტალია რუსული გემებისთვის პორტებს ხურავს პოლონეთი რუსული და ბელარუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს Reuters: მსხვილი მოვაჭრეები 15 მაისიდან რუსული ნავთობის შესყიდვას შეაჩერებენ
კუნძულ ზმეინის გათავისუფლების შემდეგ, დუნაი-შავი ზღვის არხით გემებმა მოძრაობა დაიწყეს
უკრაინის საზღვაო გემების ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ოდესის ოლქში კუნძულ ზმეინის განთავისუფლების შემდეგ, გემებმა დუნაი-შავი ზღვის არხით მოძრაობა დაიწყეს. ზელენსკი: კუნძულ ზმეინის გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში რუსი ოკუპანტები კუნძულ ზმეინიდან გაიქცნენ - უკრაინა „დუნაი-შავი ზღვის არხის გასწვრივ ნავიგაცია განახლდა. რუსული ჯარისგან ზმეინის კუნძულის განთავისუფლებისა და სულინის არხის გავლის მოლოდინში დიდი რაოდენობის გემების დაგროვების გათვალისწინებით, არხის გამოყენება შესაძლებელია", - წერია განცხადებაში. კუნძული ზმეინი სტრატეგიული წერტილია და მისი გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა 1-ელ ივლისს ვიდეომიმართვისას განაცხადა. ოპერატიული სარდლობის მიერ, 30 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინულმა ძალებმა სამხედრო ოპერაციის კიდევ ერთი ეტაპი წარმატებით დაასრულეს, რუსებმა კი, კუნძულ ზმეინიდან მათი გარნიზონის ევაკუაცია სასწრაფოდ მოახდინეს. რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ - ესტონეთის თავდაცვის მინისტრი
ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანნო პევკურმა განაცხადა. „ბალტიის ზღვა NATO-ს შიდა ზღვა გახდება, როდესაც ფინეთი და შვედეთი NATO-ს შეუერთდებიან. ვითარება შეიცვლება“,- განაცხადა მინისტრმა. „ჩვენ უნდა მოვახდინოთ სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექსების ინტეგრირება. ესტონური და ფინური რაკეტების ფრენის სიგრძე ფინეთის ყურეს სიგანეს აღემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გავაერთიანებთ ჩვენს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას და ერთმანეთს ყველანაირ ინფორმაციას გავუზიარებთ“,- აღნიშნა პევკურმა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.