ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ - ესტონეთის თავდაცვის მინისტრი

ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ.

ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანნო პევკურმა განაცხადა.

„ბალტიის ზღვა NATO-ს შიდა ზღვა გახდება, როდესაც ფინეთი და შვედეთი NATO-ს შეუერთდებიან. ვითარება შეიცვლება“,- განაცხადა მინისტრმა.

„ჩვენ უნდა მოვახდინოთ სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექსების ინტეგრირება. ესტონური და ფინური რაკეტების ფრენის სიგრძე ფინეთის ყურეს სიგანეს აღემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გავაერთიანებთ ჩვენს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას და ერთმანეთს ყველანაირ ინფორმაციას გავუზიარებთ“,- აღნიშნა პევკურმა.

შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.