რუმინეთი 17 აპრილიდან რუსული დროშის ქვეშ მცურავი ან რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული გემებისთვის პორტებს დახურავს. გამონაკლისია დაშვებული გემებისთვის, რომლითაც ჰუმანიტარული ტვირთი, ან სამედიცინო დახმარების პროდუქცია გადააქვთ.
რუსული გემებისთვის საკუთარი პორტების დახურვის შესახებ უკვე განაცხადა იტალიამ.
ევროკავშირმა 8 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი გამოიტანა. რომლის თანახმადაც იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დაშვება, გარდა სასურსათო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარული და ენერგომატარებლების ტვირთებისა.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ
იტალია რუსული გემებისთვის პორტებს ხურავს
პოლონეთი რუსული და ბელარუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს
Reuters: მსხვილი მოვაჭრეები 15 მაისიდან რუსული ნავთობის შესყიდვას შეაჩერებენ