თეგი: გენერატორები

გერმანიამ უკრაინას 14 გენერატორი გადასცა

გერმანიამ, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ქვედანაყოფებს, სხვადასხვა სიმძლავრის 14 გენერატორი გადასცა. ამის შესახებ უკრაინაში, გერმანიის საელჩოს პრესსამსახური იუწყება.  „დონეცკის, კიევის, ლუგანსკის, ჩერნიგოვისა და ჩერკასის რეგიონებში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ქვედანაყოფებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სიმძლავრის 14 გენერატორი, უკვე უკრაინაშია“, - აცხადებენ საელჩოში.  მიწოდება, ტექნიკური დახმარების ფედერალურმა სააგენტომ (THW) გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყო. მანამდე, ესპანეთმა, უკრაინისთვის ოთხი გენერატორის გადაცემის შესახებ განაცხადა. 20 ოქტომბერს უკკრაინამ ევროკავშირსა და NATO-ს რუსეთის საჰაერო იერიშების შემდეგ, ენერგოტექნიკით დახმარების შესახებ სხთოვა.   

ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ

ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. „იმედის გენერატორების“ ინიციატივა, რომელიც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერის დარიო ნარდელამ წამოიწყეს, მიზნად ისახავს ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და სატელეფონო ხაზები. „ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა გამოავლინეს შესანიშნავი სოლიდარობა უკრაინის მიმართ ჰუმანიტარულ, სამხედრო და ფინანსურ ფრონტებზე. ახლა მათ სჭირდებათ პრაქტიკული მხარდაჭერა ზამთრის გადასატანად", - თქვა მეცოლამ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მოუწოდა ევროპის ყველა ქალაქს და რეგიონს შეუერთდნენ „იმედის გენერატორების“ კამპანიას.  

საფრანგეთმა უკრაინას საშუალო სიმძლავრის 100 გენერატორი გადასცა

საფრანგეთმა უკრაინას გათბობის სეზონისთვის საშუალო სიმძლავრის 100 გენერატორი გადასცა. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.  ევროპარლამენტმა და ბელგიის ქალაქებმა უკრაინას პირველი „იმედის გენერატორები“ გადასცეს გენერატორების გადაცემის ცერემონიაზე, ბენჟამინ რორიგმა, უკრაინაში საფრანგეთის საელჩოს მრჩეველმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთმა დაიწყო უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის ორგანიზება სრულმასშტაბიანი ომის პირველ კვირებში. მთლიანობაში, უკრაინისთვის დღემდე გაგზავნილია 32 ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც ენერგეტიკის სექტორისთვის დახმარებას მოიცავს.  შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.    

ევროპარლამენტმა და ბელგიის ქალაქებმა უკრაინას პირველი „იმედის გენერატორები“ გადასცეს

ევროპარლამენტი, ბრიუსელისა და ბელგიის რამდენიმე ქალაქის საქალაქო ხელისუფლებასთან ერთად, „იმედის გენერატორების“ ინიციატივის ფარგლებში უკრაინას პირველ გენერატორებს გადასცემს.  ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა.  „მოხარული ვარ, რომ ვხელმძღვანელობ ინსტიტუტს, რომელიც გამოხატავს სოლიდარობას", -  წერს მეცოლა Twitter-ზე.  შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გერმანია უკრაინას, €19,5 მილიონის ღირებულების 470 გენერატორს გადასცემს

გერმანია უკრაინას სხვადასხვა სიმძლავრის 470 ელექტრო გენერატორს გადასცემს, რომელთა საერთო ღირებულება 19,5 მილიონი ევროა.  ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის საელჩო ფეისბუქზე იტყობინება. „ტექნიკური დახმარების ფედერალური სააგენტო (THW) უკრაინას აწვდის 470 ერთეულ სხვადასხვა კლასის ელექტრო გენერატორს, რომელთა საერთო ღირებულება 19,5 მილიონი ევროა“, - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინაში უკვე 150 ელექტრო გენერატორია. დაგეგმილია აღჭურვილობის შემდგომი ტრანსპორტირება. გენერატორების ნაწილი პირდაპირ ეროვნულ ენერგოკომპანია „უკრენერგოს“ გადაეცემა, დანარჩენი კი ოდესის, მიკოლაივის და ხერსონის რეგიონებში გაიგზავნება. დახმარებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. როგორც Ukrinform იტყობინება, ნოემბერში გერმანიამ დაზიანებული წყლის მილების აღსადგენად მიკოლაევის რეგიონს  20 გენერატორი, 10 ჭაბურღილის ტუმბო და მინი-ექსკავატორი გადასცა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საქართველოდან უკრაინაში 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი გაიგზავნა

დღეს საქართველოდან უკრაინაში 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, შეიძინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  ანდრი კასიანოვი: საქართველოს ერთი თვის წინ ვთხოვეთ გენერატორები, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია ეს არის 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია საგანგებო რეჟიმში  იმუშაოს საავადმყოფოებმა, კვების ობიექტებმა და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტებმა. გენერატორების დატვირთვის პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრიი კასიანოვი დაესწრნენ, რომელმაც საქართველოს მთავრობას, პირადად, პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის. პრემიერ-მინისტრი: უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება „სიხარულით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინისთვის შეიძინა 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი, რომლებიც გამოყენებული იქნება სამრეწველო მიზნებისთვის - კლინიკებისთვის, საავადმყოფოებისთვის, კვების ობიექტებისთვის და უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებისთვის. ვისარგებლებ შემთხვევით და მსურს გამოვხატო ჩემი პირადი მადლიერება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების გამო უკრაინისთვის მაღალი სიმძლავრის გენერატორების შეძენისა და გადაცემის შესახებ. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის ყველა წევრს ამ გადაწყვეტილების სწრაფად განხორციელებისთვის, რადგან 25-ვე ელექტროგენერატორი უკრაინაში დღესვე გაიგზავნება. მადლობა ყველა ქართველს უკრაინის ძალიან ძლიერი და არსებითი მხარდაჭერისთვის ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის ამ ძალიან კრიტიკულ პერიოდში,” - აღნიშნა უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა. თავის მხრივ, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა, ქართველი ხალხი უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან არ იშურებს ძალისხმევას, რომ მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება გაუწიოს უკრაინელ ხალხს. მან იმედი გამოთქვა, რომ დღეს გაგზავნილი მაღალი სიმძლავრის გენერატორების პარტია უკრაინაში, მცირედით მაინც შეუმსუბუქებს უკრაინელ ხალხს არსებულ პრობლემებს. უკრაინისთვის გენერატორების მიწოდება აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე დაიწყო იერიშების მიტანა. 6 დეკემბერს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა ბრიფინგზე თქვა, რომ თვეზე მეტია სთხოვენ საქართველოს მთავრობას გენერატორებით დახმარებას, მაგრამ პასუხი ამ საკითხზე არ მიუღიათ.  

მადლობა ყველა ადამიანს, ვინც უკრაინაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დახმარების საქმეს შეუერთდა - უკრაინის საელჩო

საქართველოში უკრაინის საელჩო მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას, პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ყველა ადამიანს, ვინც უკრაინაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დახმარების საქმეს შეუერთდა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში უკრაინის საელჩოს განცხადებაში. საქართველოდან უკრაინაში 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი გაიგზავნა უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში სამრეწველო გენერატორები გაიგზავნა, რომლებიც შეიძლება, გამოყენებულ იყოს საავადმყოფოების, თბოელექტროსადგურებისა და ელექტროსადგურების უწყვეტი მუშაობისთვის, სასმელი წყლის სატუმბი დანადგარებისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისთვის. „ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების, მათ შორის მოძმე საქართველოს დახმარებითა და მხარდაჭერით, ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში მსოფლიო ბოროტების – რუსული ფაშიზმის წინააღმდეგ. არავითარ ფრთოსან ან ბალისტიკურ რაკეტებს, უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმებსა და კამიკაძე თვითმფრინავებს, რომლებსაც ამჟამად თითქმის ყოველდღიურად უშვებენ პუტინის რუსი სამხედრო კრიმინალები საცხოვრებელი შენობებისა და ელექტროსადგურების მიმართულებით, არ ძალუძს უკრაინის ხალხის დაჩოქება და მხოლოდ გააძლიერებენ ჩვენს ძალისხმევას რუს დამპყრობლებზე სრული და შეუქცევადი გამარჯვებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში. საქართველოდან უკრაინაში 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი გაიგზავნა.  

ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას 1000-ზე მეტი ელექტროგენერატორი გადასცეს

ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაონას ათასზე მეტი ელექტრო გენერატორი უკვე გადასცეს.  მანამდე არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამოაცხადეს, რომ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის 3,5-დან 8 კილოვატამდე სიმძლავრის 2500 გენერატორს აგზავნის. პირველი 1200 გენერატორი ვარშავაში დღეს გაიგზავნება, დანარჩენს კი მომავალი წლის იანვარში უკრაინის მოსახლეობა მიიღებს, იტყობინება საუდის საინფორმაციო სააგენტო.